"ევროპის ქვეყნებში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაიწყო" - რა ინფორმაციას ავრცელებს Euronews? - კვირის პალიტრა

"ევროპის ქვეყნებში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაიწყო" - რა ინფორმაციას ავრცელებს Euronews?

ევროპის ქვეყნებში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაიწყო.Euronews-ის ინფორმაციით, ვაქცინაცია უკვე დაიწყო გერმანიაში, იტალიაში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში, ესპანეთსა და ბელგიაში.

ვაქცინაციის პირველ ეტაპზე ხანდაზმულები და სამედიცინო პერსონალი აიცრება, შემდეგ კი მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციის პროგრამა დაიწყება.

„ჩვენ ამ რთული წლის დასასრულს მნიშვნელოვანი მოვლენით ვასრულებთ, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ევროპის თითოეულ ქვეყანაში იწყება. ვაქცინაცია ვირუსის დაძლევის ერთადერთი გზაა“, -განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკავშირის მოსახლეობა 450 მილიონს შეადგენს. ამ დროისთვის გაერთიანებაში ინფიცირებულთა რაოდენობა 16 მილიონს შეადგენს.

"ინტერპრესნიუსი"