"რუსეთის მედიამ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია კოვიდ -19-ის წინააღმდეგ ევროპული და ამერიკული ვაქცინების შესახებ" - რა აცხადებს ჯოზეფ ბორელი - კვირის პალიტრა

"რუსეთის მედიამ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია კოვიდ -19-ის წინააღმდეგ ევროპული და ამერიკული ვაქცინების შესახებ" - რა აცხადებს ჯოზეფ ბორელი

რუსეთის მედიამ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია კოვიდ -19-ის წინააღმდეგ ევროპული და ამერიკული ვაქცინების შესახებ იმ ქვეყნებში, სადაც თავისი პრეპარატის გაყიდვა სურთ. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელიმ განაცხადა.

"ვაქცინის დასავლელ მწარმოებლებს ღიად დასცინიან რუსეთის მრავალეროვან მედიაში, რასაც ზოგიერთ შემთხვევაში მივყავართ აბსურდულ განცხადებებამდე, რომ ვაქცინა ადამიანებს მაიმუნებად აქცევს. ასეთი საუბრები აშკარად არის მიმართული ქვეყნებზე, სადაც რუსეთს სურს თავისი ვაქცინის "სპუტნიკ“ -ის გაყიდვა“ , - წერს ბორელი თავის ბლოგში.

მისივე თქმით, ასეთი ქმედებები საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში.

"ინტერპრესნიუსი"