"კაგებესა" და "ეფბიაის" ჯაშუშური ბრძოლა - მსოფლიოში ცნობილი ორმაგი აგენტების სკანდალური საქმეები
"კაგებესა" და "ეფბიაის" ჯაშუშური ბრძოლა - მსოფლიოში ცნობილი ორმაგი აგენტების სკანდალური საქმეები
ფოტო:ედი ჩეპმენი, ხუან პუოლ გარსია, ჰაროლ "კიმ" ფილბი
FBI-ის აგენტობა მომხიბვლელი პოზიციაა. არა ერთი "ჰოლივუდის" ფილმი გვინახავს გამბედავ აგენტებზე, რომლებმაც მსოფლიოს ისტორია შეცვალეს. თუმცა სულ სხვაა ორმაგი აგენტის მნიშვნელობა. ეს დიდ რისკზე წასვლას და მუდმივად საშიშროების წინაშე ყოფნას გულისხმობს.

გთავაზობთ იმ ექვსი ორმაგი აგენტის საინტერესო ცხოვრებას, რომელთა შესახებაც ხშირად წერენ.

ედი ჩეპმენი - ორმაგი აგეტი, რომელიც ნაცისტებს თაღლითობით გადაურჩა
1914 წელს ინგლისში დაბადებული ჩეპმენი მცირე დროით ბრიტანულ არმიაში მსახურობდა. თინეიჯერი ედი უკვე პროფესიონალი აგენტი იყო.

1939 წელს იგი
დააპატიმრეს კუნძულ ჯერსიზე და რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ჩეპმენი ჯერ კიდევ გისოსებს მიღმა იყო, მეორე მსოფლიო ომი რომ გამძვინვარდა. გერმანელებს საკმაოდ მყარად ჰქონდათ პოზიციები დაცული. ჩეპმენი 1941 წელს გაათავისუფლეს. მან გერმანელებს ჯაშუშობა შესთავაზა, მაგრამ ყურადღება არ მიაქციეს.

ცოტა ხნის შემდეგ იგი კვლავ დააპატიმრეს და
პარიზის გარეუბანში, ნაცისტურ ციხეში გაგზავნეს. გერმანელებისა და ჩეპმენის "თანამშრომლობა" სწორედ აქ შედგა. იგი გაწვრთნეს, როგორც მესამე რაიხის სამხედრო სადაზვერვო ორგანიზაციის აგენტი. 1942 წლის ბოლოს იგი ინგლისში პარაშუტით გადაფრინდა, ლონდონის ჩრდილოეთით დე ჰავილანდის საჰაერო ქარხანა რომ აეფეთქებინა. ჩეპმენმა MI5- ში, ბრიტანულ სადაზვერვო სააგენტოში დაიწყო მოღვაწეობა.
1943 წლის იანვარში დე ჰავილანდის ქარხანაზე ბრიტანელებმა ყალბი იერიში მიიტანეს და მოატყუეს გერმანელებს, თითქოს ჩეპმენმა თავისი საქმე შეასრულა. სიმამაცისთვის ნაცისტებმა მას მედალი გადასცეს.
1944 წელს ჩეპმენმა, რომელსაც MI5- მა "ზიგზაგი" შეარქვა, კიდევ ერთხელ გაფრინდა პარაშუტით ინგლისში. მას გერმანელებისთვის რაკეტების შესახებ უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია, თუმცა ისევ შეცდომაში შეიყვანა, რის გამოც მათ თავდასხმები ნაკლებად დასახლებულ ადგილებში გადააკეთეს. ამან უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.
ჩეპმენი 1997 წელს გარდაიცვალა.

უილიამ სებოლდი - FBI-ის აგენტი, რომელმაც გერმანიის ხომალდი ჩამოაგდო

1899 წელს გერმანიაში დაბადებული სებოლდი პირველი მსოფლიო ომის დროს თავისი ერის არმიაში მსახურობდა. შემდეგ იგი ცხოვრობდა შეერთებულ შტატებსა და სამხრეთ ამერიკაში, 1936 წელს კი აშშ -ის მოქალაქე გახდა.
სამი წლის შემდეგ, სამშობლოში ვიზიტის დროს, სებოლდი გერმანელებმა ტყვედ აიყვანეს. როდესაც გაიგეს, რომ იგი ერთ დროს კალიფორნიაში, თვითმფრინავების ქარხანაში მუშაობდა, მოკვლითაც ემუქრებოდნენ. სებოლდს თავის გადასარჩეად ერთადერთი გზა ჰქონდა - დათანხმებულიყო მათთან თანამშრომლობას.
უილიამი კიოლნში მდებარე ამერიკის საკონსულოში ფარულად მივიდა და მომხდარის შესახებ მოახსენა. 1940 წლის თებერვალში შეერთებულ შტატებში დაბრუნებულმა FBI-მ სებოლდი დაარწმუნა, რომ ორმაგი აგენტი გამხდარიყო.
FBI-მ ლონგ-აილენდზე მოკლე ტალღების რადიო ააშენა, სადაც სებოლდის აგენტებმა ნაცისტების შესახებ ასობით შეტყობინება გაავრცელეს. FBI, ასევე, დაეხმარა სებოლდს მანჰეტენში, სპეციალურად გაყალბებული ოფისის დაარსებაში. იქ აგენტები გერმანელ ჯაშუშებს ფარულად ხვდებოდნენ, მათ შორის იყო სებოლდი.
1941 წლის ივნისში, სებოლდის მუშაობის შედეგად, FBI-მ 33 ადამიანი დააპატიმრა.
დუკესის ჯაშუშური რგოლის სახელით ცნობილი მისი 33 წევრი გაასამართლეს. სებოლდი გარდაიცვალა კალიფორნიაში, 1970 წელს.

ხუან პუოლ გარსია - ოპერატიული მუშაკი, რომელმაც ნაცისტები შეცდომაში შეიყვანა
1912 წელს ბარსელონაში დაბადებულმა პუოლმა ჯაშუშური კარიერის დაწყებამდე მთელი რიგი პროფესიები გამოიცვალა. იგი იყო ქათმის ფერმერიც, წარუმატებელი კინოთეატრის მფლობელიც და სასტუმროს მენეჯერიც.
გარსიამ საკუთარი სამსახური გერმანელ ჯაშუშებს შესთავაზა. მას მიაჩნდა, რომ ამით ინგლისელებისთვის უფრო მიმზიდველი იქნებოდა. პუოლმა გაერთიანებულ სამეფოში შექმნა აგენტების ქსელი, რომელსაც გერმანელებისთვის სამხედრო დაზვერვის შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეეძლო. ამასთან, ინგლისში წასვლის ნაცვლად, პუოლი პორტუგალიაში გაემგზავრა, სადაც მან ჯაშუშური რგოლი მოიგონა. ამ სტრუქტურაში ორ ათეულზე მეტი ყალბი აგენტი შედიოდა. საცნობარო წიგნებისა და ჟურნალების გამოყენებით, პუოლმა, რომელიც ინგლისში არასდროს ყოფილა, შეიმუშავა გამოგონილი დაზვერვის ცნობები.

იმავდროულად, 1942 წლის გაზაფხულზე, როგორც იქნა, ბრიტანეთი მასთან თანამშრომლობას დათანხმდა. ინგლისის ჯაშუშებმა მას მეტსახელად "გარბო" შეარქვეს.
აგენტ გარბოს ყველაზე დიდი ჯაშუშური დავალება შედგა 1944 წელს - ოპერაცია "სიმაგრე" ნაცისტების შეცდომაში შეყვანას გულისხმობდა და მას "გარბომ" წარმატებით გაართვა თავი.
ომის შემდეგ პუოლი საცხოვრებლად ვენესუელაში გადავიდა.

დენის დონალდსონი - ირლანდიის რესპუბლიკური არმიის წევრი, რომელიც ბრიტანეთის ჯაშუშობისთვის მოკლეს

1950 წელს ბელფასტში დაბადებული დონალდსონი ახალგაზრდა ასაკში ირლანდიის რესპუბლიკურ არმიას (IRA) შეუერთდა და ბრიტანეთის მმართველობის წინააღმდეგ ჩრდილოეთ ირლანდიაში იბრძოდა.
1970-იან წლებში რამდენიმე შენობის დაბომბვის მცდელობისთვის იგი ციხეში მოხვდა. მისი მესაკნე Sinn Fein-ის მომავალი ლიდერი გერი ადამსი იყო. 1980-იან წლებში დონალდსონი ბრიტანეთის ფასიანი ჯაშუში გახდა და მუშაობა ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურებში განაგრძო, ამავე დროს, იგი გახდა Sinn Fein-ის მთავარი ჩინოვნიკი.

2002 წელს ბელფასტის პოლიციამ დონალდსონი ირლანდიის პარლამენტის შენობაში დააპატიმრა. მას შტორმონტ- ში Sinn Fein-ის ჯაშუშური ქსელის რიგებში ყოფნაში დასდეს ბრალი. 2005 წლის დეკემბერში დონალდსონის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება იდუმალ ვითარებაში მოიხსნა. მალევე მან საჯაროდ აღიარა, რომ იგი ბრიტანელების დიდი ხნის ინფორმატორია.

ამ განცხადების შემდეგ დონალდსონი დონეგალის მხარეში გაიქცა, სადაც 2006 წლის აპრილში ნაწამები და დახვრეტილი იპოვეს. 2009 წელს დონალდსონის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა აიღო ჯგუფმა, სახელწოდებით Real IRA-მ.

ჰაროლდ "კიმ" ფილბი - ბრიტანეთის დაზვერვის მაღალი რანგის ოფიცერი, რომელიც კგბ-ს აგენტიც იყო
ინგლისელი მკვლევრის და მწერლის ვაჟი ფილბი ინდოეთში 1912 წელს დაიბადა. განათლება მან ბრიტანეთის ელიტურ სკოლაში მიიღო.

სტუდენტობისას "კიმი" კომუნიზმით დაინტერესდა, ხოლო 1930-იანი წლების შუა პერიოდში საბჭოთა კავშირის ჯაშუში გახდა. საბჭოთა მმართველების მოთხოვნით, ფილბი ჟურნალისტად მუშაობდა, მეორე მსოფლიო ომის დროს კი ბრიტანულ დაზვერვის სააგენტოს - MI6-ს შეუერთდა. 1944 წელს იგი გახდა სააგენტოს ანტისაბჭოთა სადაზვერვო ოპერაციების ხელმძღვანელი. ხუთი წლის შემდეგ, 1949 წელს, ფილბი ვაშინგტონში, MI6-ის სადგურის უფროსად დაინიშნა. იგი ბრიტანულ და ამერიკულ სადაზვერვო სააგენტოებს შორის მთავარ მეკავშირედ მსახურობდა.

1951 წელს ფილბი თანამდებობიდან გადადგა. 1956 წელს სააგენტომ იგი კვლავ დაიქირავა და გაგზავნა ბეირუთში, სადაც ჟურნალისტად მუშაობდა. 1963 წლის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც ბრიტანელმა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მას საბჭოთა კავშირის ჯაშუშობის  ახალი, დამაჯერებელი მტკიცებულებები აღმოუჩინეს, ფილბი რუსეთში გაიქცა. იგი 1988 წელს გარდაიცვალა.

რობერტ ჰანსენი - FBI-ის აგენტი:

1974 წელს დაბადებულმა ჩიკაგოელმა ჰანსენმა ნოქსის კოლეჯის და ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტები დაამთავრა. 1976 წელს იგი FBI-ის წევრი გახდა. სამი წლის შემდეგ რობერტი ნებაყოფლობით საბჭოთა სამხედრო სადაზვერვო სააგენტოს GRU-ის ჯაშუში გახდა.
1980 წელს მან საბჭოთა კავშირისთვის საიდუმლოების მიყიდვა აღიარა, მაგრამ განაცხადა, რომ გაცემული ინფორმაცია ფუჭი იყო.

1985 წელს ჰანსენმა საბჭოთა კავშირთან ჯაშუშობა განაახლა. ამჯერად კგბ-სთვის მუშაობდა, პარალელურად კი, FBI-ის რიგებში ირიცხებოდა. 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, მან, იმის შიშით, რომ სიმართლე გამჟღავნდებოდა, საბჭოთა კავშირის ჯაშუშობა შეწყვიტა, თუმცა 1999 წელს, როდესაც იგი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში FBI-ის მეკავშირე იყო, ჯაშუშობა დაიწყო რუსეთის სადაზვერვო სამსახურის - SVR-ისთვის.
მას შემდეგ, რაც FBI-მ შეიტყო, რომ ჰანსენი ორმაგი ჯაშუში იყო, იგი 2001 წლის თებერვალში დააპატიმრა. იმავე წელს, სიკვდილით დასჯის თავიდან აცილების მიზნით, FBI-ის ვეტერანმა აგენტმა დანაშაული აღიარა.
რატომ ღალატობდა ჰანსენი თავის ქვეყანას, ცნობილი არ არის. მისი ძალისხმევისთვის ჰანსენს 600 000 აშშ დოლარი ნაღდი ფულით გადაუხადეს, ასევე, მისცეს 800 000 აშშ დოლარის ღირებულების ბრილიანტები. იგი ამჟამად კოლორადოს შტატის სუპერმაქსის ციხეში, პატიმრობაში იმყოფება. (წყარო)

მოამზადა თეონა რამაზაშვილმა

ბორის კვიკვინია
29 დეკემბერი 2020 19:01
1974 წელს დაბადებული როგორ გახდა 1976 წელს ფბი-ს აგენტი?

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები