თურქეთში პოლიციამ "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი პირები დააკავა - კვირის პალიტრა

თურქეთში პოლიციამ "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი პირები დააკავა

თურქეთში პოლიციამ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი პირები დააკავა. თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლში ჩატარებული ოპერაციის სამიზნე 35 უცხოელი იყო და ქალაქში საახალწლო პერიოდში მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ მიღებულ საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა რეიდები 34 მისამართზე ჩაატარეს. ამას გარდა, ანკარაში პროკურატურამ "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი კიდევ 15 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა.

"ინტერპრესნიუსი"