რომის პაპი ფრანცისკე ახალი წლის დამდეგს ღვთისმსახურებას ვერ გაუძღვება - რას წერს "როიტერი"? - კვირის პალიტრა

რომის პაპი ფრანცისკე ახალი წლის დამდეგს ღვთისმსახურებას ვერ გაუძღვება - რას წერს "როიტერი"?

რომის პაპი ფრანცისკე ჯანმრთელობის პრობლემის გამო ახალი წლის დამდეგს ღვთისმსახურებას ვერ გაუძღვება. ინფორმაციას სააგენტო "როიტერი“ ვატიკანზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, რომის პაპს უეცარად გაუმწვავდა რადიკულიტი, რამაც ფეხში ტკივილი გამოიწვია. "როიტერი" წერს, რომ წლების განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა 84 წლის პაპი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ღვთისმსახურებას ვერ ესწრება. გავრცელებული ცნობით, წლის დასასრულს, მწუხრის ღვთისმსახურებას კარდინალი ჯოვანი ბატისტა რე, პარასკევის მესას კი წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანი კარდინალ პიეტრო პაროლინი გაუძღვება.

ვატიკანის ცნობით, პირველი იანვრის საღამოს რომის პაპი ლოცვას აღავლენს, როგორც დაგეგმილია.

"ინტერპრესნიუსი"