თურქეთში კორონავირუსის ახალი, ე.წ. "ბრიტანული" ვარიანტით ინფიცირების პირველი შემთხვევები დადასტურდა, - ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა."მუტირებული ვირუსი 15 ადამიანს დაუდასტურდა, რომლებიც თურქეთში გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდნენ. მიღებულია ყველა შესაბამისი ზომა", - განაცხადა ფაჰრეთინ კოჩამ.მისივე თქმით, მგზავრების გაერთიანებული სამეფოდან თურქეთში შესვლა დროებით შეწყდა."ინტერპრესნიუსი"