თურქეთში 5 ტერორისტი გაანეიტრალეს
თურქეთში 5 ტერორისტი გაანეიტრალეს
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირნაკის პროვინციაში 5 ტერორისტი გაანეიტრალეს. ამ ინფორმაციას გამოცემა Anadolu თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი თქმით, ტერორისტები შეიარაღებულები იყვნენ და დამატებითი აღჭურვილობა გამოქვაბულში ჰქონდათ განთავსებული.

გამოცემის მიხედვით, ჯერჯერობით დადასტურებული არაა არიან თუ არა ტერორისტები ქურთ მუშათა პარტიის (PKK) წევრები.

"ანადოლუ" წერს, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ქურთ მუშათა პარტიის ტერორისტებმა თურქეთის, აშშ-სა და ევროკავშირის ტერიტორიაზე ასობით ტერორისტული თავდასხმა მოაწყვეს, რასაც 40 000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის
ქალები და ბავშვები, ემსხვერპლა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები