მთიან ყარაბაღში კიდევ 19 სომეხი სამხედროსა და ერთი სამოქალაქო პირის ცხედრები აღმოაჩინეს
მთიან ყარაბაღში კიდევ 19 სომეხი სამხედროსა და ერთი სამოქალაქო პირის ცხედრები აღმოაჩინეს
სომხური მედიის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში კიდევ 19 სომეხი სამხედროსა და ერთი სამოქალაქო პირის ცხედრები აღმოაჩინეს

მიმდინარე სამძებრო ოპერაციების ფარგლებში, მთიანი ყარაბაღის ჯაბრაილისა და ჰადრუტის რაიონებში კიდევ 19 სამხედროსა და ერთი სამოქალაქო პირის ცხედრები აღმოაჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ე.წ. "მთიანი ყარაბაღის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე" დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დღემდე მთიანი ყარაბაღის საბრძოლო ზონიდან 1 175 ცხედარია გადასვენებული.

ცხედრების ძებნა დღეიდან ჰადრუტის, ჯაბრაილისა და კარმრაკუჩის მიმართულებებით განახლდა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები