ტრამპმა რამდენიმე ჩინური აპლიკაციის აკრძალვის განკარგულება გასცა - "ისინი სენსიტიურ პირად ინფორმაციას იღებენ" - კვირის პალიტრა

ტრამპმა რამდენიმე ჩინური აპლიკაციის აკრძალვის განკარგულება გასცა - "ისინი სენსიტიურ პირად ინფორმაციას იღებენ"

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას 8 ჩინური აპლიკაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.

BBჩ-ის ცნობით, ბრძანება ეხება პოპულარულ გადახდის პლატფორმებს Alipay-ს,QQ Wallet-სა WeChat pay-ს, ასევე Tencent QQ-ს, CamScanner-ს, SHAREit-ს, VMate-სა და WPS Office-ს.

ბრძანებაში, რომელიც ძალაში 45 დღეში შევა, აღნიშნულია, რომ აპლიკაციები იკრძალება, რადგან ისინი საფრთხეს უქმნიან აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას.

"შეერთებულმა შტატებმა მათ წინააღმდეგ, ვინც შეიმუშავებს ან აკონტროლებს ჩინურ პროგრამულ აპლიკაციებს, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით აქტიურად უნდა იმოქმედოს", - ნათქვამია ბრძანებაში.

პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ პერსონალურ ელექტრონულ მოწყობილობებზე წვდომის საშუალებით, როგორიცაა სმარტფონები, ტაბლეტები და კომპიუტერები, ჩინურ პროგრამულ აპლიკაციებს შეუძლია მიიღონ უზარმაზარი ინფორმაცია მომხმარებლებისგან, მათ შორის სენსიტიური პირადი ინფორმაცია.

"ინტერპრესნიუსი"