სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თვითიზოლაციაშია - კვირის პალიტრა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თვითიზოლაციაშია

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თვითიზოლაციაში იმყოფება, - ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ფაშინიანის პრესმდივანმა მანე გევორგიანმა განაცხადა.

გევორგიანმა აღნიშნული კომენტარით განმარტა, თუ რატომ არ დაესწრო პრემიერ-მინისტრი ერევნის წმინდა გრიგოლ განმანათლებლის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას.

შეგახსენებთ, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი გაზაფხულზე დაუდასტურდა, რის გამოც მან მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.

"ინტერპრესნიუსი"