"ვანიკის დაკრძალვამ შესაძლოა სომხური ქურდული სამყარო გაააქტიუროს" - უხუცესი ე.წ. კანონიერი ქურდი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"ვანიკის დაკრძალვამ შესაძლოა სომხური ქურდული სამყარო გაააქტიუროს" - უხუცესი ე.წ. კანონიერი ქურდი გარდაიცვალა

ერევანში უხუცესი ე.წ. კანონიერი ქურდი გარდაიცვალა.

ეროვნებით სომეხი, უხუცესი "კანონიერი ქურდი" ვანიკ ტერ-პოღოსიანი ერევანში გარდაიცვალა. ინფორმაციას primecrime.net ავრცელებს.

1953 წლიდან 1988 წლამდე ერევნის მკვიდრი ვანიკ ტერ-პოღოსიანი ცხრაჯერ იყო ნასამართლევი, მათ შორის ქურდობის, ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და ბანდიტობისთვის. სამშობლოში საცხოვრებლ;ად გადასვლამდე, ვანიკი დიდი ხნის მანძილზე ასტრახანში ცხოვრობდა.

"ვანიკის დაკრძალვამ შესაძლოა სომხური ქურდული სამყარო გაააქტიუროს. შეგახსენებთ, რომ ზუსტად ექვსი წლის წინ, შაქრო "მოლოდოის" ეგიდით, ერევანში, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე დიდი შეკრება გაიმართა. შეკრებაზე მიღებული გადაწყვეტილებები, "ქურდების" ცხოვრების წესს კვლავ გასაზღვრავს." - წერს წყარო.

ვანიკ ტერ-პოღოსიანის თაობის ე.წ. კანონიერი ქურდები არიან: ელბრუს გოგიჩაევი (აბუზი) ვლადიკავკაზიდან, ვალენტინ გუდევსკი ლენინგრადერიდან (დერტონი) და მოსკოველი ქუთაისიდან დავით ფახურიძე (მინაგო).

მოამზადა ნიკა გულუამ