კაპიტოლიუმში დემონსტრანტები შეიჭრნენ, შენობიდან მაიკ პენსის ევაკუაცია განხორციელდა - კვირის პალიტრა

კაპიტოლიუმში დემონსტრანტები შეიჭრნენ, შენობიდან მაიკ პენსის ევაკუაცია განხორციელდა

როგორც CNN იუწყება, ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობიდან ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ევაკუაცია განხორციელდა, სადაც მან სპეციალური სხდომა გახსნა.

"საარჩევნო კოლეგიის ხმების დამოწმების პროცესი შეჩერდა მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციის მონაწილეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ", - წერს CNN.

შეგახსენებთ, კონგრესმენები საარჩევნო კოლეგიის ხმების დათვლისა და დამოწმების მიზნით სპეციალურ სხდომაზე შეიკრიბნენ. პარალელურად კი ტრამპის მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"