ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ქალი დაჭრეს - რა ინფორმაციას ავრცელებს CNN? - კვირის პალიტრა

ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ქალი დაჭრეს - რა ინფორმაციას ავრცელებს CNN?

ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ქალი დაჭრეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

"ორი წყაროს ინფორმაციით, კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე გულმკერდის არეში დაჭრის შემდეგ ქალი კრიტიკულ მდგომარეობაშია", - წერს CNN და აქვე აღნიშნავს, რომ სროლის გარემოებებზე დამატებითი ინფორმაცია ჯერ არ აქვთ.

ცნობისთვის, კონგრესმენები საარჩევნო კოლეგიის ხმების დათვლისა და დამოწმების მიზნით სპეციალურ სხდომაზე შეიკრიბნენ, თუმცა ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და პროცესი შეაფერხეს.

"ინტერპრესნიუსი"