კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის დროს მომხდარ არეულობას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის დროს მომხდარ არეულობას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის დროს მომხდარ არეულობას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ვაშინგტონის პოლიციაში აცხადებენ.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის 50-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, მათ შორის 47 - "კომენდანტის საათის" დარღვევისთვის.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპის მომხრეების კაპიტოლიუმში შეჭრის დროს ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედეგად დაჭრილი ქალი დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"