"მსოფლიო გვიყურებს. მეც შოკირებული ვარ, ჩვენი ქვეყანა ამ ბნელ მომენტამდე მივიდა" - როგორ აფასებენ ლიდერები აშშ-ში მიმდინარე პროცესს
"მსოფლიო გვიყურებს. მეც შოკირებული ვარ, ჩვენი ქვეყანა ამ ბნელ მომენტამდე მივიდა" - როგორ აფასებენ ლიდერები აშშ-ში მიმდინარე პროცესს
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კაპიტოლიუმთან მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გაავრცელა. ჯო ბაიდენის განცხადებით, ის შოკირებული და დამწუხრებულია, რომ ქვეყანა ასეთ "ბნელ მომენტამდე" მივიდა, თუმცა დასძინა, რომ როგორც სხვა ისტორიული მომენტების დროს, ამერიკა ამჯერადაც გაიმარჯვებს.

"მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მუშაობა უნდა მოხდეს დემოკრატიის, პატივისცემის, კანონის უზენაესობის და უბრალო თავაზიანობის აღდგენის მიმართულებით. ომისა და კონფლიქტების გავლით, ამერიკამ ბევრი გადაიტანა. ჩვენ ამასაც გავუძლებთ და კვლავ გავიმარჯვებთ ახლავე. დღევანდელი დღე გვახსენებს, რომ
დემოკრატია მყიფეა და მისი გადარჩენა ხალხის კეთილ ნებას მოითხოვს. დაემუქრო არჩეული პირების უსაფრთხოებას, ეს არ არის პროტესტი. ეს ამბოხებაა. მსოფლიო გვიყურებს. როგორც ბევრი სხვა ამერიკელი, მეც შოკირებული და დამწუხრებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა, რომელიც ამდენი ხნის მანძილზე იყო დემოკრატიის იმედი და შუქურა, ამ ბნელ მომენტამდე
მივიდა", - განაცხადა ბაიდენმა და დონალდ ტრამპს მოუწოდა ხალხს მიმართოს.


აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ კაპიტოლიუმში მომხდარი ძალადობა დაგმო და მის წაქეზებაში მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაადანაშაულა.

"ისტორია კაპიტოლიუმში მომხდარ ძალადობას, რომელსაც პრეზიდენტი კანონიერი არჩევნების შედეგებზე უსაფუძვლო ტყუილებით აქეზებდა, სამართლიანად დაიმახსოვრებს, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის დიდი სირცხვილისა და სახელის გატეხვის მომენტს", - აღნიშნა ბარაქ ობამამ.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, სადაც არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვების დამტკიცების მიზნით კანონმდებლები იყვნენ შეკრებილი. სხდომა შეწყდა და შენობიდან კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა.


აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში კაპიტოლიუმის შენობაში დონალდ ტრამპის მომხრეების შეჭრის გამო შეშფოთებას გამოხატავს.

"შეშფოთებულივარ არჩევნების შემდეგ ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის უგუნური საქციელისა და ჩვენი ინსტიტუტების, ჩვენი ტრადიციების და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის გამო, არჩევნების შედეგებს ასე ბანანის რესპუბლიკაში აპროტესტებენ,"- აღნიშნა ჯორჯ ბუშმა.


მომხდარს გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც, იგი ვაშინგტონში მომხდარ ძალადობას გმობს და ამერიკული დემოკრატიის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს.

"მსურს, შეერთებული შტატების მიმართ ჩვენი მეგობრობა და რწმენა გამოვხატო. ის, რაც ვაშინგტონში მოხდა, არაამერიკულია, გვჯერა ჩვენი ქვეყნების დემოკრატიების ძალის, გვჯერა ამერიკული დემოკრატიის ძალის", - აცხადებს მაკრონი ვიდეო მიმართვაში, რომელიც პრეზიდენტის "ტვიტერის" გვერდზეა ატვირთული.


მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით
ომარი
07 იანვარი 2021 14:18
ჯო ბიდენი არჩეული პრეზიდენტი არ არის. არ მაინტერესებს, რას ამბობს ამაზე ობამა: მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანაო. არც ბუში, რადგან მანაც თავის დროზე არჩევნები წაართვა ალ გორს.
ina porchkhidze
07 იანვარი 2021 13:15
AMERIKA TU MIVIDA ,,BNEL MOMENTAMDE'' ABA CHVENI VAI TVITMARQVIA POLITIKOSEBIS DA OPOZICIIS RAGA GAMKVIRVEBIA,SAMWUXAROD

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები