"გამოავლინა, რომ ის ფსიქიკურად ჯანსაღი არ არის" - ტრამპის თანამდებობიდან დროზე ადრე გადაყენების საკითხს განიხილავენ - კვირის პალიტრა

"გამოავლინა, რომ ის ფსიქიკურად ჯანსაღი არ არის" - ტრამპის თანამდებობიდან დროზე ადრე გადაყენების საკითხს განიხილავენ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის "დემოკრატი" წევრები ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კაბინეტის წევრებს მოუწოდებენ, აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორება აამოქმედონ და ტრამპი თანამდებობიდან გადააყენონ, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს შუადღით გავრცელებულ ვიდეო განცხადებაშიც კი გამოავლინა, რომ ის ფსიქიკურად ჯანსაღი არ არის და ჯერ კიდევ არ შესწევს უნარი, 2020 წლის არჩევნების შედეგები აღიაროს. პრეზიდენტ ტრამპის სურვილი, ხელი შეუწყოს ძალადობას და სოციალურ არეულობას, აშკარად ესადაგება ამ სტანდარტს,"- ნათქვამია კომიტეტის წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

CNN-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის თანამდებობიდან დროზე ადრე გადაყენების საკითხს მისი კაბინეტის რამდენიმე წევრიც განიხილავს.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 20 იანვარს ეწურება.