კონგრესმა ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურა - კვირის პალიტრა

კონგრესმა ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურა

აშშ-ის კონგრესმა აშშ-ის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვებასთან დაკავშირებით საარჩევნო კოლეგიის გადაწყვეტილება ოფიციალურად დაადასტურა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესი ჯო ბაიდენის გამარჯვების დასადასტურებლად თავდაპირველად გუშინ შეიკრიბა, თუმცა, მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ შეხვედრა შეწყდა და შენობიდან კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა. არის მსხვერპლი. დაკავებულია 50-მდე ადამიანი.

"ინტერპრესნიუსი"