"ლაჩინის ან ქალბაჯარის რაიონებში თანამედროვე საერთაშორისო აეროპორტი აშენდება" - კვირის პალიტრა

"ლაჩინის ან ქალბაჯარის რაიონებში თანამედროვე საერთაშორისო აეროპორტი აშენდება"

"ლაჩინის ან ქალბაჯარის რაიონებში თანამედროვე საერთაშორისო აეროპორტი აშენდება", - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული რაიონები მთაგორიანია და აეროპორტის მშენებლობისთვის შესაფერისი ადგილის გამონახვა ჭირს, თუმცა შესაბამისი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

„რთულია შესაფერისი ადგილის პოვნა, მაგრამ კვლევა მიმდინარეობს და იმედი მაქვს, რომ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მომაწვდიან. ასე, რომ ახალი საერთაშორისო აეროპორტი ლაჩინში ან ქალბაჯარში აშენდება,“- განაცხადა ილჰამ ალიევმა.

შეგახსენებთ, ლაჩინისა და ქალბაჯარის რაიონები აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ 10 ნოემბერს რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შორის გაფორმებული სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე გადავიდა.

"ინტერპრესნიუსი"