რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლის ლიდერს ვლადიმერ პუტინს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა არ ჩაუტარებია. ამის შესახებ პესკოვმა რუსულ მედიას განუცხადა."ეს სიმართლეს არ შეესაბმება. ვაქცინაციის შესახებ ის თავად იტყვის", - განაცხადა პესკოვმა.მანამდე კი სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.ცნობისთვის, დეკემბრის ბოლოს, პუტინმა განაცხადა, რომ აცრას აპირებს, როდესაც ეს შესაძლებელი გახდება მისი ასაკის ადამიანებისთვის."ინტერპრესნიუსი"