ბაქოში მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა - კვირის პალიტრა

ბაქოში მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ბაქოში, გობუსტანის დასახლებაში მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქარადაღის რაიონის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აფეთქების შედეგად გობუსტანის დასახლების მკვიდრი ასიფ მუსტაფაევი გარდაიცვალა.

ქარადაღის რაიონულ პროკურატურაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. აფეთქების მიზეზების დასადგენად შესაბიმისი საგამოძიებო ღონისძიებები ხორციელდება.

"ინტერპრესნიუსი"