სომხეთის კოვიდინფიცირებული პრეზიდენტი ორმხრივი პნევმონიით საავადმყოფოში გადაიყვანეს - კვირის პალიტრა

სომხეთის კოვიდინფიცირებული პრეზიდენტი ორმხრივი პნევმონიით საავადმყოფოში გადაიყვანეს

კოვიდინფიცირებული სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ორმხრივი პნევმონიით საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ინფორმაციას სომხური მედია პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

"პრეზიდენტს ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს, მათ შორის, მაღალი ტემპერატურა და ორმხრივი პნევმონია", – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 5 იანვარს ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრეზიდენტს, რომელიც იმ დროს ლონდონში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.

"ინტერპრესნიუსი"