სომხეთმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქვეყნის საზღვრები გახსნა
სომხეთმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქვეყნის საზღვრები გახსნა
სომხეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სახმელეთო საზღვარი გახსნას, რომელიც დაკეტილი იყო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში. ამის შესახებ დღეს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტოს პრესსამსახურში განაცხადეს.

„უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სომხეთში სახმელეთო გზით შესვლაზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნილია, ამიერიდან უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქეს შეუძლია ქვეყანაში შესვლა როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით. უცხოელებს შეუძლიათ სომხეთის მონახულება, რისთვისაც თან უნდა ჰქონდეთ კორონავირუსზე "პი-სი-არ" ტესტის უარყოფითი პასუხი, რომელიც ბოლო 72 საათში იქნება გაკეთებული“ - აღნიშნულია
ინფორმაციაში.

სომხეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით 11 სექტემბრიდან კარანტინის რეჟიმი მოქმედებდა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროს უარყოფითი პოზიციის მიუხედავად, მოიხსნა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები