"ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ჩვენი თანამოქალაქეების შავ სიაში შეყვანისკენ, არასწორი და სახიფათოა"
"ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ჩვენი თანამოქალაქეების შავ სიაში შეყვანისკენ, არასწორი და სახიფათოა"
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ გამოქვეყნებული იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტის თანახმად, დონალდ ტრამპს ბრალი "ამბოხის წახალისებაში" ედება.

მედიის ინფორმაციით, იმპიჩმენტს ხმა მინიმუმ 217-მა მისცა, მათ შორის მინიმუმ ცხრა "რესპუბლიკელია".

ამის შემდეგ, საკითხზე უკვე სენატში იმსჯელებენ.

ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც ორჯერ გამოუცხადეს იმპიჩმენტი.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის
ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ.

"პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებული მოსმენა სენატში მომავალ კვირამდე არ დაიწყება", - ამის შესახებ სენატის უმრავლესობის ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა განაცხადა.

"სენატში პროც
ესის ამ კვირაში დაწყების შემთხვევაშიც კი საბოლოო განაჩენის მიღწევა ტრამპის მიერ თანამდებობის დატოვებამდე ვერ მოხერხდებოდა. ამას მე არ ვწყვეტ, ეს ფაქტია,"- განაცხადა მიტჩ მაკკონელმა.

მისივე თქმით, ბაიდენის ფიცის დადებამდე სენატში "სამართლიანი ან სერიოზული" პროცესის ჩატარება შეუძლებელია.

"სენატს პრეზიდენტის იმპიჩმენტის სამი პროცესი აქვს ჩატარებული, რომლებიც 83, 37 და 21 დღის განმავლობაში გრძელდებოდნენ,"- აღნიშნა სენატის უმრავლესობის ლიდერმა.

იმპიჩმენტის სასარგებლოდ ხმა 232-მა კონგრესმენმა მისცა, 197 კი - წინააღმდეგი წავიდა. აღსანიშნავია, რომ იმ კანონმდებლებს შორის, რომლებმაც ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირეს, 10 "რესპუბლიკელი" კონგრესმენია.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმედს გამოთქვამს, რომ იმპიჩმენტთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის შესრულებისას სენატი რეგულარული საკანონმდებლო მოვალეობების განხორციელებას შეძლებს.

"ვიმედოვნებ, რომ სენატის ხელმძღვანელობა გამოძებნის გზას, იმპიჩმენტთან დაკავშირებით კონსტიტუციურ პასუხისმგებლობას გაუმკლავდეს და ამავდროულად ქვეყნის სხვა გადაუდებელ საქმეებზე იმუშაოს,"- განაცხადა ჯო ბაიდენმა წარმომადგენელთა პალატის მიერ დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების შემდეგ.

"ცალსახად ვგმობ ძალადობას, რომელიც გასულ კვირას ვიხილეთ, ძალადობას და ვანდალიზმს ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს მოძრაობაში ადგილი ნამდვილად არ გააჩნია", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მისი იმპიჩმენტის გამოცხადების შემდეგ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მოქმედი პრეზიდენტის თქმით, მისი ნამდვილი მხარდამჭერი ძალადობას არასდროს ჩაიდენდა.

"ბრბოს ძალადობა ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ჩვენი მოძრაობა უჭერს მხარს. ჩემი ჭეშმარიტი მხარდამჭერი არასდროს დაუჭერდა მხარს პოლიტიკურ ძალადობას, ჩემი ჭეშმარიტი მხარდამჭერი არასდროს მოექცეოდა უღირსად სამართალდამცავებს ან ამერიკულ დროშას, ჩემი ჭეშმარიტი მხარდამჭერი არასდროს დაემუქრებოდა ამერიკელებს. თუ თქვენ რომელიმე ეს საქციელი ჩაიდინეთ, თქვენ არ ხართ ჩვენი მოძრაობის მხარდამჭერი, არამედ თავს ესხმით მას და ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ამას ვერ შევეგუებით," - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-ში სიტყვის თავისუფლება უპრეცედენტო თავდასხმის ქვეშაა.

"ეს რთული და დაძაბული დროა. ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ჩვენი თანამოქალაქეების ცენზურის, შავ სიაში შეყვანისა და გაუქმებისკენ, არასწორი და სახიფათოა. ის, რაც დღეს გვჭირდება, ერთმანეთის მოსმენა და არა ერთმანეთის დადუმებაა. ყველა ჩვენგანმა საერთო ენისა და მიზნის გამოძებნა უნდა შევძლოთ", – განაცხადა აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ დონალდ ტრამპი პირველი პრეზიდენტი გახდა აშშ-ის ისტორიაში, რომელსაც აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი მეორედ გამოუცხადა. იმპიჩმენტის სასარგებლოდ ხმა 232-მა კონგრესმენმა მისცა, 197 კი - წინააღმდეგი წავიდა. იმ კანონმდებლებს შორის, რომლებმაც ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირეს, 10 "რესპუბლიკელი" კონგრესმენია.

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი "თვითერმა" დაბლოკა, ის და მისი მხარდამჭერები რუსულ სოცქსელში გადავიდნენ.

მას შემდეგ, რაც გასულ კვირას კაპიტოლიუმის შენობაში დონალდ ტრამპის მომხრეები, მისივე წაქეზებით ძალადობრივად შეიჭრნენ, ცნობილი გახდა, რომ დოიჩე ბანკი ამერიკის 45-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საქმიან ურთიერთობას წყვეტს. შედეგად ტრამპი სესხების მთავარ წყაროს დაკარგავს, რომელიც ერთ დროს სასტუმროების იმპერიის შექმნაში დაეხმარა. გერმანიის უდიდესი ბანკის ოფიციალური კომენტარი მედიისთვის ჯერ არ გაკეთებულა.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით


muamar kadafi
14 იანვარი 2021 16:14
მაკარტიზმის აჩრდილია 37-თან ათქვეფილის.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები