ისრაელმა სირიაში საჰაერო თავდასხმები განახორციელა - ათობით ადამიანი დაიღუპა
ისრაელმა სირიაში საჰაერო თავდასხმები განახორციელა - ათობით ადამიანი დაიღუპა
გასული ღამის განმავლობაში ისრაელმა სირიაში საჰაერო თავდასხმები განახორციელა, რომლის სამიზნეც ირანთან დაკავშირებული პირები იყვნენ.

ავიაიერიში ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში დეირ ალ-ზურისა და ალბუ ქამალის რეგიონებში მოხდა. BBC-ის ინფორმაციით, თავდასხმის დროს 14 სირიელი ჯარისკაცი და მილიციის 43 წარმომადგენელი დაიღუპა, რომელიც ირანთან იყო დაკავშირებული.

ისრაელის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელის, გენ ავივ კოჩავის თქმით, ბოლო დროს სირიაში ირანელი სამხედროებისა და ირანთან დაკავშირებული პირების რაოდენობა გაიზარდა, რაც ისრაელს საფრთხეს უქმნის. BBC-ის ცნობით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში
ისრაელის მხრიდან სირიაში 4 ასეთი თავდასხმა განხორციელდა.

"ინტერპრესნიუსი"



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები