ამერიკელ პროგრამიტს, რომელსაც 240 მილიონი დოლარის ბიტკოინები აქვს, ელექტრონული საფულის პაროლი დაავიწყდა - კვირის პალიტრა

ამერიკელ პროგრამიტს, რომელსაც 240 მილიონი დოლარის ბიტკოინები აქვს, ელექტრონული საფულის პაროლი დაავიწყდა

ამერიკელ პროგრამისტს, სტეფან ტომასს დაავიწყდა იმ ელექტრონული საფულის პაროლი, სადაც 240 მილიონი დოლარის ბიტკოინები აქვს შენახული. პაროლის ჩასაწერად ახლა ტომასს მხოლოდ ორი მცდელობა აქვს დარჩენილი.

აღნიშნულის შესახებ თავდაპირველად "ნიუ იორკ თაიმსმა დაწერა" და ამბავი ინტერნეტსივრცეს ელვის სისწრაფით მოედო, სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა და ამერიკელებს ტრამპთან დაკავშირებული ვნებათაღელვა ცოტა ხნით მაინც დაავიწყა.

ტომასს სოცქსელებში უამრავი მრჩეველი გამოუჩნდა, თუ როგორ უნდა აღადგინოს პაროლი, თუმცა ყველანაირი მცდელობა ჯერჯერობით უშედეგოა. სან ფრანცისკოელ პროგრამისტს 7 002 ბიტკოინი 2011 წელს ერთ-ერთმა ინტერნეტმომხმარებელმა მას შემდეგ აჩუქა, რაც ტომასის მიერ მომზადებულ ვიდეოს უყურა, სადაც ის განმარტავდა, თუ რა იყო კრიპტოვალუტა. იმ პერიოდში 1 ბიტკოინის ფასი ერთი დოლარი იყო. გააგრძელეთ კითხვა