"კოვიდ 19-ის პანდემიის მეორე წელი შეიძლება უფრო რთული იყოს, ვიდრე პირველი"
"კოვიდ 19-ის პანდემიის მეორე წელი შეიძლება უფრო რთული იყოს, ვიდრე პირველი"
კოვიდ 19-ის პანდემიის მეორე წელი შეიძლება უფრო რთული იყოს, ვიდრე პირველი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა.

"პანდემიის მეორე წელში შევდივართ და გადაცემის დინამიკისა და ზოგიერთი საკითხის გათვალისწინებით, ის, შესაძლოა, უფრო რთულიც იყოს, "- განაცხადა მაიკ რაიანმა.

მისი თქმით, აუცილებელია დადებით შედეგებზე ორიენტირება და იმ ფაქტორების განხილვა, რომლებმაც ამა თუ იმ ქვეყანაში შედეგი გამოიღო, შემდეგ კი ამ ცოდნის სხვებისთვის გაზიარება.

მსოფლიოში არსებულ კოვიდსიტუაციაზე
ჯანმო-ს წარმომადგენელმა მარია ვან კერხოვემაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღესასწაულის დღეების შემდეგ ზოგიერთ ქვეყანაში სიტუაციის გაუმჯობესებამდე მისი გაუარესებაა მოსალოდნელი და იმედი გამოთქვა, რომ იმ ქვეყნების ჯანდაცვის სისტემები, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი გაიზრდება, პაციენტების მკურნალობას შეძლებენ.

"მეტი შემთხვევა ნიშნავს მეტ ადამიანს, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია, კლინიკური მკურნალობა და რეანიმაციული
განყოფილების საწოლი დასჭირდება,"- აღნიშნა მარია ვან კერხოვემ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები