"პუტინმა რაისს უთხრა, სააკაშვილი შტატების მარიონეტია, ნუ აწვალებთ "ძაფებით", სანამ..." - რას იხსენებს აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში თავის მემუარებში
"პუტინმა რაისს უთხრა, სააკაშვილი შტატების მარიონეტია, ნუ აწვალებთ "ძაფებით", სანამ..." - რას იხსენებს აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში თავის მემუარებში
რუსულ გაზეთ "კომსომოლსკაია პრავდაში" ("Комсомольская правда"), აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (სამმართველოს) დირექტორის თანამდებობაზე დიპლომატ უილიამ ბერნსის სამომავლო დანიშვნასთან დაკავშირებით, გამოქვეყნდა ვრცელი სტატია, რომელიც დირექტორის პოსტზე წამოყენებულ კანდიდატს და მის მიერ დაწერილ მემუარულ წიგნს ეხება სათაურით "უჩინარი ძალა". ამერიკელი დიპლომატის წიგნში ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა მოგონება, რომელიც საქართველოსთანაა დაკავშირებული: ეს ის დროა, როცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი [2006 წელს] რუსეთს ეწვია და ელჩ უილიამ ბერნსთან ერთად მოლაპარაკება გამართა ვლადიმერ პუტინთან.
გთავაზობთ პუბლიკაციას
შემოკლებით:

"როგორც ცნობილია, აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე დასანიშნად უილიამ ბერნსი შეარჩია - დიდი გამოცდილებისა და სტაჟის მქონე დიპლომატი, სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე. 64 წლის კორიფე აშშ-ში არა მარტო საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი დიდოსტატია, არამედ რუსეთის საქმეების ბრწყინვალე მცოდნე, კარგად იცის
რუსული ენა... უილიამ ბერნსი 2005-2008 წლებში აშშ-ის ელჩიც იყო რუსეთში, არაერთხელ ჰქონია შეხვედრა თან, დიმიტრი მედვედევთან, სერგეი ლავროვთან. ეს ჭკვიანი და ენერგიული ამერიკელი, ჯო ბაიდენის გუნდის სხვა წევრებისაგან განსხვავებით, რუსეთს და რუს ხალხს ძალიან კარგად იცნობს. მით უმეტეს საინტერესოა, თუ როგორ გამოავლენს საკუთარ თავს კარიერული დიპლომატი ახალ თანამდებობაზე - "ხანჯლისა და მოსასხამის რაინდების" უწყების შეფობის დროს.

2019 წელს უილიამ ბერნსმა გამოსცა მემუარების წიგნი, რომელიც უკვე რუსულ ენაზეც დაიბეჭდა სახელწოდებით "უჩინარი ძალა: როგორ მუშაობს ამერიკული დიპლომატია".
ამონარიდი:

"რთული საუბარი ბუხართან"
ჩვენ ბარვიხაში მივედით. პრეზიდენტის თანაშემწე შეხვედრისათვის მომზადებულ სასადილო დარბაზში შეგვიძღვა, სადაც დიდ მაგიდასთან უკვე ისხდნენ ვლადიმერ პუტინი და რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრები თითქმის სრული შემადგენლობით. მისალმებისას ვლადიმერ პუტინმა სარდონულად ჩაიცინა და თქვა, რომ კონდოლიზა რაისმა, როგორც რუსეთის ისტორიის სპეციალისტმა, ალბათ უკვე შეაფასა ასეთი გარემო. ეს თანამედროვე პოლიტბიუროს ჰგავდა, რუსეთის მეფესთან დაახლოებული პირების თავმოყრას.
მომენტი რთული იყო, ისევე როგორც თვითონ ვლადიმერ პუტინის პიროვნება. მან კონდოლიზა რაისს განუმარტა, რომ სტუმრები დაბადების დღის აღსანიშნავად არიან შეკრებილნი: ახლახან საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, ამჟამად კი უშიშროების საბჭოს მდივანს იგორ ივანოვს 61 წელი შეუსრულდა, მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი მედვედევი 41 წლისა გახდაო.

მაგიდასთან მხიარულება სუფევდა, წარმოითქვა სადღეგრძელოები (...)
სადილის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა კონდოლიზა რაისი მისაღებ ოთახში პრივატული საუბრისთვის მიიწვია. მათ მე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შევუერთდით. ბუხრის წინ დავსხედით. პუტინი და რაისი პირდაპირ საქმეზე გადავიდნენ. სახელმწიფო მდივანმა რამდენიმე კითხვა დაუსვა ვლადიმერ პუტინს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკების შესახებ (...)

რუსეთის პრეზიდენტის განწყობა მკვეთრად შეიცვალა, როცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოზე ლაპარაკი დაიწყო და რუსეთს მოუწოდა არ დაუშვას კონფლიქტის ესკალაცია საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" სტატუსის საკითხთან დაკავშირებით....

- მიხეილ სააკაშვილი შეერთებული შტატების მარიონეტია, - თქვა ვლადიმერ პუტინმა, - დაანებეთ თავი, ნუ აწვალებთ "ძაფებით", სანამ რაიმე უბედურება არ მომხდარა... ახლა მე ერთ რაღაცას გეტყვით, რაც იქ მსხდომებმაც კი არ იციან (მან ხელით სასადილო დარბაზის კარზე მიანიშნა): თუ საქართველო ოსეთში სისხლისღვრას მოაწყობს, მე იძულებული ვიქნები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ვაღიარო და მას [საქართველოს] ძალითვე ვუპასუხო. (...)
დაძაბული სიტუაცია თანდათან განიმუხტა და ფეხზე მდგარი ვლადიმერ პუტინი და კონდოლიზა რაისი ისევ დასხდნენ. რუსეთის პრეზიდენტი ისევ გაღიზიანებული ჩანდა, თუმცა მან შედარებით მშვიდად დაასრულა: "ჩვენ ამ საკითხზე მარადიულად შეგვეძლო ლაპარაკი, მაგრამ მე მინდა, რომ თქვენ ერთი რამ გაიგოთ: თუ მიხეილ სააკაშვილი რაიმეს განიზრახავს, ჩვენ მას სწრაფად შევაწყვეტინებთ".

ამ განცხადების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა მობოდიშებით თქვა, რომ სასადილო ოთახში გავალ, მედღეობეებს და სტუმრებს გავაცილებ, დავემშვიდობებიო. მოგვიანებით მან ესტაფეტა სერგეი ივანოვს გადასცა, რომელიც შეეცადა კიდევ ერთხელ განემარტა ჩვენთვის ვლადიმერ პუტინის სიგნალის მნიშვნელობა საქართველოსთან მიმართებით. თუმცა ამის აუცილებლობა აღარ იყო. პუტინის საომარმა განწყობამ ჩვენზე შთაბეჭდილება მოახდინა - რუსეთი უკვე ის რუსეთი აღარ იყო, რომელიც მე ათი წლის წინ ვნახე - ორივე ბეჭზე წაქცეული, სტრატეგიულად დაკნინებულ-დასუსტებული. ნავთობის მაღალი ფასებით მომძლავრებულ კრემლს ასეთ მდგომარეობაში ყოფნა აღარ სურდა, მოსკოვი 15 წლის განმავლობაში ინახავდა გულში წყენას. რუსეთი დარწმუნებული იყო, რომ ამერიკამ ისარგებლა მისი ისტორიული სისუსტით, საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ და ახლა მოსკოვს ფეხზე წამოდგომის ნებას არ აძლევს. ვლადიმერ პუტინს უნდოდა ეჩვენებინა, რომ მან ისევ გადააქცია რუსეთი ძლიერ სახელმწიფოდ და ჩვენ მისთვის ანგარიში უნდა გაგვეწია". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ

მკითხველის კომენტარი (23)
სამურაი
17 იანვარი 2021 19:03
ამ ყველაფერმა აკირა კუროსავას ფილმი გამახსენა "რასიომონი" ანუ ყველა ისე ყვება ამ თუ იმ მოვლენის
შესახებ როგორც თვითონ აწყობს. ბატონი ელჩი, ამჟამად მოქმედი ჩინოვნიკი, იტყუება. ეგ მაგისი პროფესიაა,
ასევე ცრუობენ მიშა და ვალოდიაც.
არქივი
17 იანვარი 2021 18:37
ყველას არ ეხება.

სისულელეებს რომ როშავთ ნუთუ ვერ ხვდებით რომ ნორმალურ ადამიანს სასაცილოდ არ ყოფნის თქვენი უვიცობა და სიბრიყვე.
ორივე შემთხვევას ვგულისხმობ: როგორც თქვენ საკუთარ პოზიციას, ისე შეკვეთილი ნარატივის ირგვლივ მბეჭდავ_დასაქმებულებს.
3-4 კაცი მაინც ვერ ნახეთ ისეთი ქალამანას ინტელექტზე ცოტათი მაინც მეტი რომ ჰქონდეთ.
ვაჟა
17 იანვარი 2021 16:49
ანკესზე კი არ წამოეგო როცა პუტინმა უბრძანა მაშინ გაისროლა შეგნებულად.
Gio16 იანვარი 2021 20:04-ს
17 იანვარი 2021 13:03
არავინ არ მოუწოდებს მაგას ამ სტატიით... მოწოდება სად დაინახეთ, ყურადღებით კითხვა უნდა ისწავლოთ, იმედია, სრულწლოვანი ხართ. ეს მემუარებიდანააო, წერია, იმ ადამიანის მემუარებიდან, რომელიც აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე დასანიშნად შეარჩია...და ძალიან სამწუხაროა, რომ შედეგი ისაა, რაც არის...
თეკო
17 იანვარი 2021 09:36
ეს ხომ მიშამაც კარგად იცოდა, კონდოლიზა რაისიც აფრთხილებდა და რომ წამოეგო პროვოკაციას და მაინც შევარდა ოსეთში, როცა ოცოდა რომ რუსეთს ომს ვერ მოუგებდა , ტყუილად ჩახოცავდა ხალხს და სამაჩაბლოსავ დაკარგავდა, სწორედ ამიტომ არის მოღალატე და ქართველი ხალხის მტერი.
???
17 იანვარი 2021 09:24
ასეთ შედეგს რომ მივიღებდით ისედაც ყველასათვის ცნობილი იყო. ეს ომი რუსეთს აწყობდა და მოგებულიც დარჩა. ისე პიროვნული ფაქტორიც დიდ როლს თამაშობს და პუტინის ზედმეტი გაღიზიანებაც საკმაოდ ძვირი დაგვიჯდა.
ნუგზარ
17 იანვარი 2021 07:02
რუსეთთან ურთიერთობების დალაგების გარეშე საქართველო უფრო დიდი ჩიხში შევა
ირაკლი
16 იანვარი 2021 22:39
როგორც ჩანს რუსეთი უკვე აწყობდა გეგმებს საქართველოს წინააღმდეგ წინდაწინ გათვლილი გათამაშებული ნაბიჯები რასაც მოჰყვებოდა შედეგები რუსეთის სასარგებლოდ , დააყენებდნენ ყველგან ბეტეერებს და ჩრდილოეთ კორეას დაამგვანებდნენ ქვეყანას ვერანაირი სავაჭრო გზა ვეღარ გაივლიდა დიდი ხნის მანძილზე ,,, რუსეთში კი ჩინეთიდან ევროპისკენ საჰაერო საზღვაო თუ სახმელეთო ტრანსპორტირება გარანტირებული იქნებოდა კარგა ხნით ევროპაც (გერმანია) შეინარჩუნებდა საზღვაო სავაჭრო სარტრანსპორტო ქვეყნის სტატუსს დიდი მოგებით !!! მაგრამ რასაც ვგეგმავთ ხშირად ისე არ ხდება და რეალიზდება როგორი ადვილიც არ უნდა ჩანდეს ერთი შეხედვით ... ვინმეს ნამდვილად ჯერავს იმის რომ საქართველო არავის არ უსმენს ისრაელზე მეტი დამოუკიდებლობა აქვს და არც ამერიკას არც რუსეთს ფეხებზე იკიდებს და რასაც უნდა იმას აკეთებს ბიჯოო დოდგორობა ვერ უზეიმიათ მეზობლების შიშით არ ეწყინოსო თან 1 000 წლის ამბავია რა ხანია ჩაიარა თან უკვე ფაქტია და ვერ შეცვლი მაგრამ მაინც ითვალისწინებენ. და ვინმეს კიდე ეჭვი ებადება რომ რუსეთმა ურჩია თურმე თან 100 000 -ან ი ჯარი მოაყენა კავკასიონს და ესენი მაინც არ ეპუებიან კაით რა
lado
16 იანვარი 2021 22:32
ეს ამბობს იმას რისი თქმაც აწყობს. სინამდვილეში რუსეთის პროვოცირებულია ომი და კიდევაც აგრძელებს პროვოცირებას. როცა დასჭირდება კიდევ დაბომბავს ქართულ სოფლებს რომლებიც ჯერ კიდევ გადაურჩა და მერე იტყვის ამერიკის მარიონეტი საქართველო დამესხა თავსო.
ბასილ ფეისბუქელი
16 იანვარი 2021 22:07
ამერიკას საქართველო სულ ფეხებზე კიდია. თურქეთმა ტაო რომ წაგვართვა, რამოდენიმე წლის შემდეგ, ამერიკამ ბარბაროსები ნატოში შეიყვანა. ამ გადაწყვეტილებით ამერიკა და თურქები ოკუპანტები გახდნენ. 2 მსოფლიო ომის შემდეგ სტალინს ტაოს დაბრუნება უნდოდა, სამწუხაროდ არ აცალეს ნაძირალა ამერიკელებმა.

რუბრიკის სხვა სიახლეები