პირველად ისტორიაში მთამსვლელებმა მსოფლიოს მეორე უმაღლესი მწვერვალი K2 ზამთრის სეზონზე დალაშქრეს - კვირის პალიტრა

პირველად ისტორიაში მთამსვლელებმა მსოფლიოს მეორე უმაღლესი მწვერვალი K2 ზამთრის სეზონზე დალაშქრეს

პირველად ისტორიაში მთამსვლელებმა მსოფლიოს მეორე უმაღლესი მწვერვალი K2 ზამთრის სეზონზე დალაშქრეს.

ექსპედიციაში მონაწილეობას 48 მთამსვლელი იღებდა, რომელთა უმეტესობა ნეპალიდან იყო. მათ მწვერვალს ნეპალის დროით 17:00-ზე მიაღწიეს.

აღსანიშნავია, რომ ზამთრის განმავლობაში მწვერვალ K2 ტემპერატურა ხშირად -60 გრადუსამდე ეცემა, ქარის სიჩქარე კი 200 კმ/სთ-ს აღწევს, რის გამოც აქამდე მწვერვალი ზამთარში არავის დაულაშქრავს.

ექსპედიციის დროს ესპანელი მთამსვლელი, სერგი მინგოტე დაიღუპა.

მწვერვალ K2-ის სიმაღლე 8 611 მეტრს შეადგენს. ის პაკისტანსა და ჩინეთს შორის მდებარეობს და ჰიმალაის მთების სისტემას ეკუთვნის.

"ინტერპრესნიუსი"