თურქეთის სანაპიროსთან, შავ ზღვაში რუსული გემი ჩაიძირა - კვირის პალიტრა

თურქეთის სანაპიროსთან, შავ ზღვაში რუსული გემი ჩაიძირა

შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან ჩაძირული გემის ეკიპაჟის სულ მცირე, ორი წევრი გარდაიცვალა. ამის შესახებ თურქეთის პროვინცია ბართინის გუბერნატორი სინან გიუნერი აცხადებს.

"ჩაძირული გემის ბორტზე 13 ადამიანი იყო - ყველა რუსეთის მოქალაქეა. ამ დროისთვის, უკვე გადაარჩინეს ხუთი მათგანი, აღმოჩენილია ორი გარდაცვლილის ცხედარი", - აცხადებს გიუნერი.

მისივე ცნობით, ეკიპაჟის ხუთი წევრის გადარჩენის ოპერაცია მიმდინარეობს.

მშრალტვირთმზიდის ჩაძირვის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინკუმუს რაიონში, სადაც გემი ჩაიძირა, სამაშველო ფრეგატა გაიგზავნა.

"ინტერპრესნიუსი"