ალექსეი ნავალნის 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს - კვირის პალიტრა

ალექსეი ნავალნის 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

კრემლის კრიტიკოსს, ალექსეი ნავალნის 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს, - ამის შესახებ ნავალნის პრესსპიკერი კირა იარმიში სოციალურ ქსელ "ტვიტერში“ წერს.

"სასამართლომ ნავალნი 30 დღით დააპატიმრა. 15 თებერვლამდე," - წერს კირა იარმიში.

ცნობისათვის, ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესი ხიმკის პოლიციის განყოფილებაში გაიმართა.

შეგახსენებთ, გერმანიიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, "შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს. რუსეთის პენიტენციური სამსახურის განმარტებით, პოლიტიკოსის დაკავების მიზეზი გამოსაცდელი ვადის პირობების დარღვევა გახდა.

"ინტერპრესნიუსი"