ალექსეი ნავალნი მიმართვას ავრცელებს - "არ შეგეშინდეთ, გამოდით ქუჩაში, გამოდით არა ჩემ გამო, არამედ თქვენივე თავისა და მომავლისთვის" - კვირის პალიტრა

ალექსეი ნავალნი მიმართვას ავრცელებს - "არ შეგეშინდეთ, გამოდით ქუჩაში, გამოდით არა ჩემ გამო, არამედ თქვენივე თავისა და მომავლისთვის"

რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ პატიმრობის შეფარდების შემდეგ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ხალხს აქციების გამართვისკენ მოუწოდებს.

"არ შეგეშინდეთ, გამოდით ქუჩაში, გამოდით არა ჩემ გამო, არამედ თქვენივე თავისა და მომავლისთვის. მათ ეშინიათ თქვენი ქუჩაში გამოსვლის. ეს არის პოლიტიკური ფაქტორი, რომლის იგნორირებაც შეუძლებელია. ამიტომ, არ შეგეშინდეთ, გამოდით ქუჩაში. გამოდით ქუჩაში არა ჩემთვის, არამედ საკუთარი თავისა და მომავლისთვის", – აცხადებს ის.

ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, აეროპორტში 17 იანვარს დააკავეს. ის ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ 2020 წლის აგვისტოს, ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ, გადაიყვანეს.

"ინტერპრესნიუსი"