პადმოსკოვიეში ვლადიმერ პუტინმა ნათლისღებაზე განბანვის რიტუალი შეასრულა. რუსეთის ლიდერის განბანვის ფოტო და ვიდეოკადრები კრემლის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა. "ამ ხალხური ტრადიციით აღნიშნება ერთ – ერთი მთავარი ქრისტიანული დღესასწაული - უფლის ნათლობა", - აღნიშნულია კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ნათლისღებამდე, პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის ლიდერი ტრადიციულად მონაწილეობს ნათლისღების განბანვის რიტუალში. წყარო