"ჩემო თანამოქალაქეებო, ჩვენ უნდა მოვიქცეთ განსხვავებულად. ამერიკა ამაზე უკეთესი უნდა იყოს. მე მჯერა, რომ ამერიკა ამაზე ბევრად უკეთესია" - კვირის პალიტრა

"ჩემო თანამოქალაქეებო, ჩვენ უნდა მოვიქცეთ განსხვავებულად. ამერიკა ამაზე უკეთესი უნდა იყოს. მე მჯერა, რომ ამერიკა ამაზე ბევრად უკეთესია"

აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ისტორიული კრიზისებისა და გამოწვევების წინაშე დგას.

"ერთიანობის გარეშე არ არსებობს მშვიდობა. არსებობს მხოლოდ რისხვა და მძვინვარება. არ არსებობს პროგრესი, არის მხოლოდ დამღლელი გულისწყრომა. ეს არის ჩვენი ისტორიული მომენტი კრიზისებისა და გამოწვევებისა და ერთიანობა არის წინ მიმავალი გზა. მოუსმინეთ ერთმანეთს. დაინახეთ ერთმანეთი. პატივი ეცით ერთმანეთს“, - განაცხადა ბაიდენმა.

მან ისაუბრა პოლიტიკის წარმოების პროცესში „ტოტალური ომის“ კულტურისა და ფაქტებით მანიპულაციის წინააღმდეგაც.

"ჩემო თანამოქალაქეებო, ჩვენ უნდა მოვიქცეთ განსხვავებულად. ამერიკა ამაზე უკეთესი უნდა იყოს. მე მჯერა, რომ ამერიკა ამაზე ბევრად უკეთესია. ჩვენ დღეს პირველად ვართ მომსწრენი, რომ ამერიკის ისტორიაში არჩეულმა ქალმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა ფიცი დადო. ამიტომ ნუ მეტყვით, რომ არაფერი იცვლება“, - აღნიშნა ბაიდენმა.

"ინტერპრესნიუსი"