"ეს არის შენი დრო... არ არსებობს არავინ, ვისიც ჯოზე უფრო მეტად მჯერა" - რას წერს ბარაკ ობამა ჯო ბაიდენზე? - კვირის პალიტრა

"ეს არის შენი დრო... არ არსებობს არავინ, ვისიც ჯოზე უფრო მეტად მჯერა" - რას წერს ბარაკ ობამა ჯო ბაიდენზე?

ჯო ბაიდენმა ფიცი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის თანდასწრებით დადო, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი.

46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ ესწრებოდა, მაგრამ ესწრებოდნენ ბილ კლინტონი, ჰილარი კლინტონი, ბარაკ და მიშელ ობამები.

მოგვიანებით, აშშ-ს ექსპრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, პრეზიდენტობა ჯო ბაიდენს "ინსტაგრამზეც" მიულოცა და მასთან გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა. "ვულოცავ ჩემს მეგობარს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. ეს არის შენი დრო" - წერს ბარაკ ობამა.

"მრავალი მიზეზის გამო, ინაუგურაცია იყო განსხვავებული, არ იყო პომპეზური, პანდემიის გამო, რომელიც ჯერ კიდევ მძვინვარებს, თუმცა ინაუგურაციის დღის ყველაზე წმინდა ტრადიციის შეჩერება ვერ მოხერხდა.

მე და მიშელს გვქონდა პატივი, რომ ამ ისტორიულ დღეს მხარი დავუჭირეთ პრეზიდენტ ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტს ჰარისს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს გამოწვევები, არ არსებობს არავინ, ვისიც ჯოზე უფრო მეტად მჯერა. ეს არის ადამიანი, რომლის ცხოვრებას მდგრადობა განსაზღვრავს - ის ფლობს ტკივილის მიზნად ქცევის ხელოვნებას. მე ვიცი, რომ ის ასეც მოიქცევა ჩვენი ქვეყნისთვის. პანდემიით გამოწვეული მწუხარების დაძლევის შანსია ჩვენი ხალხის ვაქცინაცია. მას კარგ სამსახურს გაუწევს, ერთგული, ბრწყინვალე, შორსმჭვრეტელი მოკავშირე, კამალა ჰარისის სახით.

ამიტომ იმედი მაქვს, როგორც არასდროს. შეიძლება დიდი გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდეთ. როგორც ჯომ თქვა: "ერთად, ჩვენ დავწერთ ამერიკულ ამბავს იმედზე და არა შიშზე. ერთიანობის, დაყოფის გარეშე. სინათლისა და არა სიბნელის, ისტორიას წესრიგზე და ღირსებაზე, სიყვარულზე და განკურნებაზე, სიდიადეზე და სიკეთეზე. დაე, ეს იყოს ისტორია, რომელმაც  მიმართულება უნდა მოგვცეს.

პირადი ოჯახური ტრაგედია, შვილთან დაკავშირებული სკანდალი და ბაიდენი საქართველოში - ვინ არის ამერიკის 46-ე პრეზიდენტი წყარო