21-01-2021
რუსეთის იუსტიციის სამინისტრო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნებს, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მომხდარი ინციდენტების გამო რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ აღნიშნულ ინციდენტებში რუსი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს."მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვასა და შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაციის აღკვეთაში რუსეთის ფედერაციის მონაწილეობის გარემოებების ასეთი შეფასება გამომდინარეობს ევროსასამართლოს ექსტერიტორიული იურისდიქციის კონცეფციიდან, რომელიც ეწინააღმდეგება გაეროს საერთაშორისო სასამართლოს პოზიციას და საერთაშორისო სამართლის ზოგადად აღიარებულ
სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წარმომადგენლისა და იუსტიციის მინისტრის მოადგილის მიხეილ გალპერინის თქმით, რუსულმა მხარემ შეძლო ევროპელი მოსამართლეების იმაში დარწმუნება, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში 2008 წლის 8-12 აგვისტოს მოქმედებების სამართლებრივი შეფასება სცილდება მათ იურისდიქციას.
”ქართული
ასევე დაგაინტერესებთ
რუსეთის იუსტიციის სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენი არ შეიცავს გადაწყვეტილებას ფულადი კომპენსაციის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.
"ინტერპრესნიუსი"
იყავი პირველი!