არეულობა რუსეთში - პოლიციამ ნავალნის მეუღლე და აქციის მონაწილეები დააკავა
არეულობა რუსეთში - პოლიციამ ნავალნის მეუღლე და აქციის მონაწილეები დააკავა
რუსეთში სხვადასხვა ქალაქში პარალელურად დაიწყო ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები, სადაც მედია ასობით ადამიანის დაკავების შესახებ იუწყება. მანამდე ხელისუფლებამ აქციები უკანონოდ გამოაცხადა.

ცნობისათვის საპროტესტო აქციები, სლოგანით "თავისუფლება ნავალნის!", რუსეთის არაერთ ქალაქში დაიგეგმა. ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, აეროპორტში 17 იანვარს დააკავეს. მეორე დღეს სასამართლომ ნავალნის 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რუსეთის ხელისუფლება ნავალნის მის მიერვე დაფუძნებული ორგანიზაციის, "ანტიკორუფციული ფონდის" კუთვნილი თანხების თაღლითურად მითვისებაში ადანაშაულებს.

ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ საპროტესტო აქციებზე,
სამართალდამცავებმა ამ დრომდე 863 ადამიანი დაკავეს, - შესაბამის მონაცემებს ორგანიზაცია OVD-info-ი აქვეყნებს.

მათივე ინფორმაციით, დაკავებები ქვეყნის 50-მდე ქალაქში განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ პოლიციამ მოსკოვში მოქალაქეების დაკავება ჯერ კიდევ საპროტესტო აქციის დაწყებამდე დაიწყო.

მედიის ცნობით, სამართალდამცავებმა ალექსეი ნავალნის რამდენიმე თანაშემწე, მათ შორის მისი პრესსპიკერი კირა იარმიში და
ადვოკატი ლიუბოვ სობოლიც დააკავეს. სობოლო ამ დროისთვის გათავისუფლებულია, იარმიშს კი 9-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

დააკავეს, ასევე, ალექსეი ნავალნის მეუღლე, - "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ამის შესახებ ალექსეი ნავალნის მეუღლე "ინსტაგრამზე" წერს. მისი თქმით, ის ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით მოსკოვში გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს.

ყველაზე მეტი, 855 მომიტინგე დედაქალაქში დააკავეს, სადაც, Reuters-ის შეფასებით, საპროტესტო აქციას 40 000-მდე ადამიანი ესწრებოდა. თუმცა, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ აქციაზე 4 000 ადამიანი იყო შეკრებილი.

მოსკოვში გამართულ აქციაზე დაკავებულებს შორის ალექსეი ნავალნის მეუღლეც იყო, თუმცა ის მოგვიანებით გაათავისუფლეს.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები