ცნობილი ტელეწამყვანი ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ცნობილი ტელეწამყვანი ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ტელეწამყვანი ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაცია CNN-ი ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ტელეწამყვანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა ვაჟმა, ჩანსმაც დაადასტურა.

ლარი კინგის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მას 1987 წლიდან ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა აწუხებდა, რამდენჯერმე გულის ინფარქტიც გადაიტანა. CNN-ი ლარი კინგის ოჯახთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტელეწამყვანი იანვრის დასაწყისში კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ინტერპრესნიუსი"