ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციებზე 3 000-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს
ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციებზე 3 000-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს
რუსეთში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციებზე 3 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, - ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაკავებები რუსეთის 70-მდე ქალაქში განხორციელდა. ყველაზე მეტი, აქტივისტი დედაქალაქში დააკავეს, სადაც, Reuters-ის შეფასებით, საპროტესტო აქციას 40 000-მდე ადამიანი ესწრებოდა. თუმცა, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ აქციაზე 4 000 ადამიანი იყო შეკრებილი.

მოსკოვში გამართულ აქციაზე დაკავებულებს შორის ალექსეი ნავალნის მეუღლეც იყო, თუმცა ის მოგვიანებით გაათავისუფლეს.

ცნობისათვის საპროტესტო აქციები, სლოგანით „თავისუფლება ნავალნის!“,
რუსეთის ათობით ქალაქში გაიმართა. ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, აეროპორტში 17 იანვარს დააკავეს. მეორე დღეს სასამართლომ ნავალნის 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რუსეთის ხელისუფლება ნავალნის მის მიერვე დაფუძნებული ორგანიზაციის, “ანტიკორუფციული ფონდის” კუთვნილი თანხების თაღლითურად მითვისებაში ადანაშაულებს.

"ინტერპრესნიუსი"

ss
24 იანვარი 2021 13:04
ნავალნის მეტი არ ეღირსოს რუსეთს

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები