"ფენიქსივით ფერფლიდან აღმდგარი" ფაშინიანი წასვლას არ აპირებს - სომხურ ოპოზიციაში განხეთქილებაა - კვირის პალიტრა

"ფენიქსივით ფერფლიდან აღმდგარი" ფაშინიანი წასვლას არ აპირებს - სომხურ ოპოზიციაში განხეთქილებაა

სომხეთში საპროტესტო განწყობები პერიოდულად ძლიერდება, რასაც თან ახლავს პრემიერ ნიკოლ ფაშიანინის გადადგომის მოთხოვნები. ადგილობრივი პოლიტოლოგები მსჯელობენ იმაზე, გადალახავს თუ არა "ფერადი რევოლუციის"გმირი იმ კრიტიკულ დამოკიდებულებას, რომელიც ქვეყანაში ყარაბაღის ომის შემდეგ წარმოიქმნა.

ფაშიანინის მიმართ საპროტესტო განწყობების გამწვავებას ხელს უწყობს მედია, რომელის უმეტეს ნაწილსაც კრემლთან ასოცირებული ოპოზიციური გუნდი ან ბიზნესმენები ლობირებენ. სომეხი პოლიტოლოგების შეფასებით, ფაშინიანმა შეძლო თანდათან ვითარება უფრო სტაბილური გაეხადა და რუსეთთან გარკვეული დათმობების ხარჯზე, მართვის სადავეები შეენარჩუნებინა. თუმცა, სხვების თქმით, ყველაფრის მიუხედავად, ფაშინიანი მაინც სარგებლობდა დიდი მხარდაჭერით.

კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი, პოლიტოლოგი ალექსანდრ ისკანდერიანი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას შორის განხეთქილებამ, საზოგადოებაში მათ მიმართ ნდობა კიდევ უფრო შეამცირა.

"ისინი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო პოზიტიური პროგრამით კი არა, ფაშიანინის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. შესაბამისად, მათ შიგნით კონკურენცია და არც ისე ჯანსაღი, რაც სომხეთისთვის დამახასიათებელია... ასე რომ, რაც დრო გადის, უფრო და უფრო იკვეთება ისეთი მოსაზრება - ხვალ თუ არჩევნები დაინიშნება, შესაძლოა, ოპოზიცია მწარედ დამარცხდეს. თუმცა, თუ მოხდა ისე, რომ გაიმარჯვეს, ისინი გაერთიანებას ვერ შეძლებენ, მით უფრო რომ ერთი პარტია, "განათალებული სომხეთის" დამფუძნებელი ედმონ მარუკიანი, თავისი პარტიით, პარლამენტში შევიდა.

თუმცა, სუსტი ოპოზიცია, რომელიც ვერ ახერხებს ქუჩის აქციების მობილიზებას, მმართველ ძალას აჩვენებს, რომ არჩევნების გარეშეც შეიძლება ვითარების სტაბილიზაცია. " - მიიჩნევს ისკანდერიანი, რომლის ცნობითაც, ვერ ხედავს იმის წინაპირობას, რომ ფაშიანინი ხელისუფლებიდან წავა. მმართველები ხელისუფლებას საკუთარი სურვილით არ ტოვებენ, ასე ოპოზიცია აიძულებს მოქცევას, ჩვენს ოპოზიციას კი, ამისი რესურსი არ აქვს. ასე რომ, ჩვენ ვართ ახლა სიტუაციაში, სადაც ერთ მხარეს გვყავს სუსტი ოპოზიცია, რომელშიც განხეთქილებაა და მეორე მხარეს - არც ისეთი ძლიერი მმართველობა.

"რაც უნდა იძახოს ოპოზიციამ, ფაშიანინის დღეები დათვლილიაო, მაინც ვერ შეძლებს ის ხელისუფლებას ჩამოაშოროს, რადგან ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებიც მას აკრიტიკებენ, თავის დროზე ქვეყნის უკანდახევაში აქტიურად მონაწილეობდნენ, ეს ახსოვს მოსახლეობას და ასეთი პერსონების "პატრიოტიზმით"დაიღალნენ. ოპოზიციაში კი, მკაფიო და საიმედო კადრები არ ჩანს. ამასთან, ხალხს არ სურს კიდევ ერთი რევოლუცია."- ამბობს კიდევ ერთი პოლიტოლოგი ანდრიას გუკასიანი.

პოლიტოლოგების ერთი ნაწილის თქმით, თუ გამოჩნდება ისეთი ოპოზიცია, რომელიც რუსეთთან ასოცირებული კადრებისა და მასთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგი იქნება და ალტერნატიული პარტნიორების ძებნას დაიწყებს, მათ აქვთ შანსი. მით უფრო ახლა, როდესაც გამოჩნდა, რუსეთის ინტერესების გამტარებელ ოპოზიციას მოსახლეობა იმდენად არ უჭერს მხარს, რომ ფაშიანინის ხელისუფლება მოიშოროს.

"ფაშიანინს გუნდში ამდენი მოღალატე და დილეტანტი კადრი რომ არ ჰყოლოდა, რომელიც ამა თუ იმ საპასუხისმგებლო პოზიციაზე შემთხვევით მოხვდა, შესაძლოა, არც ყარაღაბის ომში გამოსულიყო ასე პირწმინდად დამარცხებული. სხვა თუ არაფერი, ის მაინც იცის ოპოზიციას, რომ სწორედ მათი ხელისუფლებაში დროს დასუსტდა ასე ჯარიც და პოლიციაც და მას რამდენიმე თვეში ფაშინიანი ისეთ დონეზე გაწვრთნიდა, თურქეთი არმიას დაპირისპირებოდა" - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი სუზენ აბრამიანი.

გამოცემა Lragir.am –ს რედაქტორისა და პოლიტიკური მიმომხილველის - ნაირი აიურუმიანის შეფასებით, მას ამ ეტაპზე გაუმართლა და შეძლო პოლიტიკურ ველზე პროცესები ისე წარემართა, მის გადადგომას უკვე აღარავინ ითხოვს, ან თუ ითხოვს, ამას მხოლოდ ყურადღების მისაქცევად აკეთებს. "ფაშინიანი ფენიქსივით ფერფლიდან აღდგა". იმ ფაქტმაც, რომ ფაშინიანს მოსკოვში პუტინი შეხვდა, აჩვენა, რომ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რუსეთისთვის მისაღები კადრია, ეს კი ოპოზიციას საფუძველს აცლის ფაშინიანის გადადგომა მოითხოვოს.

ცნობისთვის, მოსკოვში გამართული სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, რომლითაც ყარაბაღის რეგიონში სამომავლო მოქმედებებზე შეთანხმდნენ. ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, რომელსაც რუსეთი მხარეებს სთავაზობს, უნდა გაიხსნას ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირები რეგიონში, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის თანათავმჯდომარეებიც იქნებიან აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ვიცე-პრემიერები. ამასთან, პრიორიტეტი მიენიჭება გზისა და რკინიგზის კომუნიკაციებს, ასევე რუსეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის განსაზღვრულ სხვა სფეროებსაც.

(სპეციალურად საიტისთვის)