8 მილიონიანი იახტა და მდიდრული ავტომობილები - რაში ხარჯავს ფულს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი - კვირის პალიტრა

8 მილიონიანი იახტა და მდიდრული ავტომობილები - რაში ხარჯავს ფულს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი

ჩრდილოეთ კორეის შესახებ მწირი ინფორმაცია მოიპოვება, თუმცა მსოფლიომ მაინც გაიგო, რომ კომუნისტური რეჟიმი, რომელიც ქვეყანას 1948 წლიდან მართავს, სიმკაცრით გამოირჩევა. ამასთან, მოსახლეობის დაახლოებით 70% -ს ფინანსურად უჭირს. ბევრი მათგანი დღესაც გლობალურ სასურსათო დახმარებას ეყრდნობა.

თუმცა ეს ფაქტორები უზენაესი ლიდერის კიმ ჩენ ინის მასშტაბურ გადაწყვეტილებებზე არ მოქმედებს. აი, რაში დაიხარჯა მილიონები მმართველის გადაწყვეტილებით.

უზარმაზარი სტადიონი

ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ პიონგიანგში მდებარე რუნგრადოს მაისის პირველი სტადიონი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი არენაა და როგორც ამბობენ, 150,000 მაყურებლის მიღება შეუძლია. სტადიონის მშენებლობა 1986 – დან 1989 წლამდე მიმდინარეობდა და დაახლოებით 210 მილიონი დოლარი დაჯდა.

150,000-კაციანი არენის რეალური დანიშნულება ყოველწლიურად მასობრივი თამაშების მსგავსი ღონისძიებების ჩატარებაა, სადაც რეჟიმის სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება და სტადიონზე ათიათასობით მოცეკვავე გამოდის.

პლაჟის კურორტი

კიმ ჩენ ინმა 2018 წელს თავის საახალწლო გამოსვლაზე, ვონსანის სანაპიროს ძვირად ღირებულ კურორტად გადაქცევის გეგმების პრეზენტაცია გამართა. NK News -ის ინფორმაციით, ინდუსტრიულ საპორტო ქალაქში პირამიდის ფორმის სასტუმროები, კერძო ვილები და ხელოვნური ტბები გაშენდება. ქვეყანა იმედოვნებს, რომ ტურისტებს სამხრეთ კორეიდან, იაპონიიდან და სხვა ქვეყნებიდან მიიზიდავენ.

პროგრამა 2018 წელს დაიწყო. თუმცა კორონავირუსულმა პანდემიამ პროექტი ჩიხში შეიყვანა, რადგან ტურიზმის პერსპექტივები შემცირდა. წყაროს ინფორმაციით, პანდემიის გარეშეც, მნიშვნელოვანია ქვეყანამ საგარეო ურთიერთობები მოაგვაროს, რადგან ბირთვული პროგრამა და მებრძოლი რიტორიკა ბევრს აფრთხობს.

აეროპორტები

ქვეყნის მაღალჩინოსნები თანამედროვე აეროპორტებს, რომელთა ორი ძირითადი სამშენებლო პროექტი განხორციელდა, ეროვნული სიამაყის მთავარ სიმბოლოდ მიიჩნევენ.

პირველი არის გიგანტური მინის კედლებით, უბაჟო ზონით და შოკოლადის შადრევნებით გამორჩეული საერთაშორისო ტერმინალი, რომელიც 2015 წელს პიონგის აეროპორტში გაიხსნა. მეორე არის 500 მეტრიანი საჰაერო ხომალდი ყოფილ სამხედრო აეროპორტში, რომელიც კიმ ჩენ ინის ერთ-ერთი კერძო სასახლის მახლობლად მდებარეობს.

თუმცა 2015 წელს გაზეთ თჰე Gუარდიან- ის ჟურნალისტმა განაცხადა, რომ აეროპორტები რეალურად უფუნქციოა და ბევრი რამ მხოლოდ სანახაობისთვისაა გაკეთებული. მაგალითად, პიონგიანის აეროპორტის "ინტერნეტ ოთახი" რეალურად არ გვთავაზობს ინტერნეტს. 2017 წელს, NK News– მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჭონსან-ის აეროპორტს გახსნის დღიდან არცერთი საერთაშორისო ფრენისთვის არ უმასპინძლია.

The Hotel of Doom

ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურ წარმომადგენლებს შეიძლება სურთ, რომ სამყარომ ყურადღება გაამახვილოს მის აღლუმებზე, სარაკეტო ტესტებსა და აეროპორტებზე, მაგრამ არსებობს გარკვეული პროექტები, რომლებზეც ყურადღების გამახვილება არ სურთ.

ერთ -ერთი მათგანია სასტუმრო რიუგიონგი, 105-სართულიანი პირამიდის მსგავსი შენობა, რომლის მშენებლობა 1987 წელს დაიწყო. მისი დასრულება ვერ შეძლეს. წლების განმავლობაში ეს მხოლოდ ბეტონის ნაჭუჭი იყო. 2008 წელს მშენებლობა განახლდა, ​​მაგრამ გაურკვეველი მიზეზით ისევ შეჩერდა. 2017 წელს სასტუმროს დაემატა მისასვლელი გზები, ხოლო 2019 წელს შენობას მიამაგრეს LED განათებები. ამ პროგრესის მიუხედავად, დღეს სასტუმრო ცარიელია. გაგრძელება