მოსკოვში ალექსეი ნავალნის მეუღლე დააკავეს - კვირის პალიტრა

მოსკოვში ალექსეი ნავალნის მეუღლე დააკავეს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები რუსეთის ათობით ქალაქში მიმდინარეობს.

BBC-ის რუსული გამოცემის ცნობით, ყველაზე ფართომასშტაბიანი გამოსვლები ეკატერინბურგში და ნოვოსიბირსკში ჩატარდა.

მათი თქმით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით მინიმუმ 1 600 ადამიანი დააკავეს.

"კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ ინფორმაციით, მოსკოვში ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაია დააკავეს. ამ დროისთვის, მოსკოვში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა გამკაცრებული. დახურულია მეტროს 7 სადგური და შეცვლილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი. 28 იანვარს რუსეთში დაბრუნებულ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის სასამართლომ 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

"ინტერპრესნიუსი"