"მესამე კვირაა, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს, რაც ძალიან გამამხნევებელი ამბავია" - კვირის პალიტრა

"მესამე კვირაა, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს, რაც ძალიან გამამხნევებელი ამბავია"

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, უკვე მესამე კვირაა, რაც მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები კლებულობს.

როგორც ჯანმო-ს ხელმძღვანელმა ჟენევაში გამარულ ვირტუალურ ბრიფინგზე განაცხადა, ინფიცირების შემთხვევების კლების ტენდენცია იმის მაჩვენებელია, რომ პანდემიის კონტროლი შესაძლებელია, თუმცა, მისივე თქმით მსოფლიო ამ ეტაპზე სხვა დროსაც ყოფილა და მოდუნების დრო არ არის.

"გასული წლის განმავლობაში თითქმის ყველა ქვეყანაში იყო მომენტები, როდესაც შემთხვევები შემცირდა, მთავრობებმა ძალიან სწრაფად გახსნეს ქვეყნები, მოქალაქეებმა თავიანთი თავების დაცვა შეანელეს, რამაც ვირუსის დაბრუნება გამოიწვია,"- აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

მისი თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებლის კლება გამამხნევებელი სიახლეა და სოციალური დისტანცირების დაცვით, პირბადეების ტარებითა და ჰიგიენის დაცვით ინფიცირების თავიდან აცილება და ვირუსის კონტროლი შესაძლებელია.

"ინტერპრესნიუსი"