ავსტრალიაში ტყის ხანძრის გამო ასობით მოქალაქის ევაკუირება განხორციელდა - კვირის პალიტრა

ავსტრალიაში ტყის ხანძრის გამო ასობით მოქალაქის ევაკუირება განხორციელდა

ავსტრალიის ქალაქ პერთში ტყის ხანძრის გამო ასობით მოქალაქის ევაკუირება განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სტიქიის შედეგად 9 000 ჰექტარი ტერიტორია დაიწვა, 71 სახლი განადგურდა, 6 მეხანძრე კი დაშავდა.

აღსანიშნავია, რომ პერთში, კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევის დადასტურების გამო, 5-დღიანი "ლოქდაუნია" გამოცხადებული, რომლის ვადა პარასკევს იწურება. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, ევაკუაციის ცენტრებში პირბადეები ატარონ და რამდენადაც შესაძლებელია, თვითიზოლაციას მიმართონ.

"ინტერპრესნიუსი"