პირველად ისტორიაში რომის პაპმა ეპისკოპოსთა სინოდის მდივნად ქალი დანიშნა - კვირის პალიტრა

პირველად ისტორიაში რომის პაპმა ეპისკოპოსთა სინოდის მდივნად ქალი დანიშნა

პირველად ისტორიაში რომის პაპმა ეპისკოპოსთა სინოდის მდივნად ქალი დანიშნა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ნატალი ბექარტს, რომელიც საფრანგეთიდანაა, ექნება ხმის უფლება ეპისკოპოსთა სინოდში, რომელიც განიხილავს რომის კათოლიკურ ეკლესიაში ყველაზე სადავო საკითხებს.​

ბექარტი სინოდთან როგორც კონსულტანტი 2019 წლიდან მუშაობს.

როგორც კარდინალმა მარიო გრეჩმა განაცხადა, აღნიშნულმა აჩვენა, რომ ”კარი გაიღო”. მან აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ასახავს პაპის სურვილს ეკლესიაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალებმა უფრო მეტი როლი ითამაშონ.

"ინტერპრესნიუსი"