Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინას 6-17 წლის ასაკის მოზარდებზე პირველად გამოცდიან
Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინას 6-17 წლის ასაკის მოზარდებზე პირველად გამოცდიან
ოქსფორდის უნივერსიტეტი AstraZeneca-სთან ერთად შექმნილი ვაქცინის ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოებისა და იმუნური რეაქციის შეფასების მიზნით კვლევას იწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, უნივერსიტეტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი შუალედური კლინიკური ცდის შედეგად დადგინდება, ეფექტურია თუ არა ვაქცინა 6-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებში. მათივე ინფორმაციით, კლინიკურ ცდაში 300 მოხალისე ჩაერთვება და აცრების გაკეთება მიმდინარე თვეშივე დაიწყება.

ცნობისათვის, Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინა შეფასებულია, როგორც "ვაქცინა მსოფლიოსთვის". ეს გამოწვეულია შედარებით დაბალი ფასით და ასევე
იმით, რომ ვაქცინის განაწილება შედარებით იოლია, რადგან ის სტანდარტულ მაცივრებში ინახება. AstraZeneca მიმდინარე წლის განმავლობაში, საერთო ჯამში, ვაქცინის 3 მილიარდი დოზის წარმოებას გეგმავს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები