პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მეორე შვილს ელოდებიან - რა ფოტოს ავრცელებს წყვილის მეგობარი - კვირის პალიტრა

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მეორე შვილს ელოდებიან - რა ფოტოს ავრცელებს წყვილის მეგობარი

პრინცი ჰარი და ჰერცოგინია მეგან მარკლი მეორე შვილს ელოდებიან.

სამეფო წყვილის შესახებ სასიამოვნო სიახლე მათმა პრესსპიკერმა დაადასტურა: "ვადასტურებთ, რომ არჩი მალე დიდი ძმა გახდება".

უცნობია, როდის ელოდება წყვილი მეორე შვილს, თუმცა სავარაუდოდ, მეგან მარკლი ორსულობის მეხუთე, ან მეექვსე თვეშია. ორსული მეგანისა და პრინცის ახალი, შავთეთრი ფოტო წყვილის მეგობარმა ფოტოგრაფმა მისან ჰარიმანმა განათავსა სოციალურ ქსელებში.

ჰარის და მეგანის პირველი შვილი არჩი წლისა და შვიდი თვისაა. რამდენიმე თვის წინ, მეგან მარკლმა New York Times-თან ინტერვიუში გაამხილა, რომ 2020 წლის ივლისში მას მუცელი მოეშალა. თუმცა, ახლა წყვილმა თამამად განაცხადა ორსულობის შესახებ და მალე მეორედ იზეიმებს მშობლობას.

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები, 2020 წლიდან აშშ-ში გადაბარგდნენ და კალიფორნიაში დასახლდნენ.

Ambebi.ge