სასიამოვნო სიახლე აშშ-ში წასვლის მსურველებს - ჯო ბაიდენმა ქვეყანაში ახალი რეგულაციების მიღება დაიწყო
25-02-2021
სასიამოვნო სიახლე აშშ-ში წასვლის მსურველებს - ჯო ბაიდენმა ქვეყანაში ახალი რეგულაციების მიღება დაიწყო
ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყანაში ახალი რეგულაციების მიღება დაიწყო. ამერიკული გამოცემის - "ფორბსის" ცნობით, ჯო ბაიდენმა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ შემოღებული კანონი, ვიზის აკრძალვასთან დაკავშირებით უკვე გააუქმა. ბაიდენის თქმით, ვიზების აკრძალვა ზიანს აყენებს არა მხოლოდ იმ ხალხს, ვისაც ვიზის მიღება სურს, არამედ - აზიანებს მთელ ამერიკას.

როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა “კოვიდ-19“-ის პანდემიის დაწყებისას, ათიათასობით სავარაუდო ვიზის მფლობელთა ვიზები გააუქმა, მიზეზად კი, აშშ-ის შრომის ბაზარზე წარმოქმნილი საფრთხე დაასახელა და
ვიზის მოლოდინში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ხალხი უიმედოდ დატოვა.

ოთხშაბათს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბაიდენმა უკვე მოაწერა ხელი კანონის გაუქმებას და აღნიშნა, რომ კანონი ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს სცდება.

"ვიზების შეწყვეტის თაობაზე შექმნილი კანონი ხელს უშლის ამერიკას, ზიანს აყენებს ათასობით ადამიანს, რომელსაც ამერიკაში ჩამოსვლა და მუშაობა უნდა,
ასევე, ზიანდება ის ხალხი, ვინც ჩვენს ქვეყანაში უკვე ცხოვრობს და ამ ვიზით ოჯახის წევრის ჩამოსვლას ელოდება. ვიზების გაცემით ჩვენ შევძლებთ, ბევრ ადამიანს მივცეთ საშუალება ამერიკაში ჩამოვიდნენ და ცხოვრების ოცნება რეალობად აქციონ." - თქვა პრეზიდენტმა ჯო ბაიდემა.

მართლაც, მრავალფეროვანი სავიზო პროგრამა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ათიათასობით ადამიანს შანსს აძლევს, ამერიკაში იცხოვროს. ასევე, ამ პროგრამით მწვანე ბარათის მფლობელებსაც ექნებათ საშუალება, ამერიკაში ცხოვრების სამუდამო ვიზა მიიღონ. აშშ ყოველწლიურად 55 000-ს მწვანე ბარათს გასცემს.(წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)

ჟორა
28 თებერვალი 2021 23:08
ანი-ს
შვილო ანია, მანდ რუსეთში, " კარტული აღარ გეკერკეტება"?
ჯეკო
28 თებერვალი 2021 15:25
ბრაო ბატ.ბაიდენ სიკეთე არ დაგეკარგება,ქართველებმა ვიცით სიკეთის გადახდა ლომის და თაგვის ზღაპარი თუ გაგიგიათ კარგი იქნება თანაც ცოტა უკეთეს პირობებს თუ შემოგვტავაზებთ ქართველებს ძაან მაგარი ადამიანი იქნებით,ახლა ხომ ხართ მაგრამ უფრო მაგარზე მაგარი.
ani
28 თებერვალი 2021 07:06
ნახავტ რა კარგი იკნება ეს ამერიკისტვის და მსოპლიოსტვისაც. ვერც კი ხვდებიტ რა მზაკვრული გეგმები! არის ჩადებული ამ ყველაპერში

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საბოლოო ჯამში, უნდა ველოდოთ თუ არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საბოლოო ჯამში, უნდა ველოდოთ თუ არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებას?