"CIA-ის ახალი ხელმძღვანელი ჩინეთსა და რუსეთს მიხედავს" - რას წერს ცნობილი ამერიკული გამოცემა?
26-02-2021
"CIA-ის ახალი ხელმძღვანელი ჩინეთსა და რუსეთს მიხედავს" - რას წერს ცნობილი ამერიკული გამოცემა?
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია ბი-ბი-სის რუსული სამსახური (BBC Russian) თავის ვებგვერდზე აქვეყნებს აშშ-ისა და ბრიტანული პრესის ზოგიერთი მასალის მიმოხილვას, რომლებშიც საუბარია როგორც ვაშინგტონის სამომავლო პოლიტიკის შესახებ რუსეთისა და ჩინეთის მიმართ, აგრეთვე - რუსეთის "რბილი ძალის" - ვაქცინაციის გამოყენებაზე მოსკოვის პოლიტიკაში.

გაზეთი "ნიუ-იორკ თაიმსი" (The New York Times) სტატიაში "ცეერუს"-ის ახალი ხელმძღვანელი ჩინეთს და რუსეთს მიხედავს", წერს, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორობის კანდიდატმა უილიამ ბერნსმა სენატში მიმდინარე მოსმენებზე პირობა დადო, რომ
გააუმჯობესებდა ჩინეთზე დაკვირვებას და სენატს "არაპოლიტიზებულ და ობიექტურ სადაზვერვო მონაცემებს" მიაწოდებდა. გარდა ამისა, უილიამ ბერნსმა სენატორები გააფრთხილა, რომ რუსეთს დიდი შესაძლებლობები აქვს ამერიკის საქმეებში ჩაერიოს.

"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ძლიერი სახელმწიფოს სტატუსი დაკარგა, მოსკოვს დამანგრეველი ძალა შენარჩუნებული აქვს და მას შეუძლია, შეერთებულ შტატებს უსიამოვნებანი მიაყენოს",
- განაცხადა CIA-ის დირექტორობის კანდიდატმა.
არავისთვის არაა გასაკვირი, რომ უილიამ ბერნსი, რომელიც [2005-2008 წლებში] რუსეთში აშშ-ის ელჩად მუშაობდა, ღრმად განსწავლული ადამიანია და კარგად იცნობს როგორც რუსეთის სახელმწიფოს, ასევე, მის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. მას არა ერთხელ აღუნიშნავს, რომ მართალია, მოსკოვის გავლენა საერთაშორისო არენაზე მცირდება, მაგრამ კრემლს ჯერ კიდევ აქვს ბერკეტები, რომელთა დახმარებით პრობლემების შექმნა შეუძლია. ერთ-ერთ ასეთ ბერკეტს კიბერშეტევები წარმოადგენს. გავიხსენოთ თუნდაც კიბერთავდასხმა ამერიკულ კომპანია Solarwinds-ზე, როცა რუსმა ჰაკერებმა შეძლეს და ცხრა ფედერალური სააგენტოს საიდუმლო მონაცემებს დაუფლნენ.

"ვლადიმერ პუტინის რუსეთი აგრძელებს იმის დემონსტრირებას, რომ სახელმწიფოებს, რომლებიც თანდათან სუსტდებიან, მაინც შეუძლიათ თავიანთი დამანგრეველი ძალის გამოვლენა და ამისთვის ასიმეტრიულ მეთოდებს იყენებენ, განსაკუთრებით - კიბერშეტევებს, - ხაზი გაუსვა უილიამ ბერნსმა, - "ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ასეთი მოქმედება სათანადოდ არ შევაფასოთ". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ

.
05 მარტი 2021 18:33
ბესარიონა, ფინეთში ნავარდობს, ეს ამერიკაშია. ბესარიონას მეტად "გუსტოი" ულვაშები აქვს, თუ არ დააწიწკნეს.
მკითხველი
26 თებერვალი 2021 20:05
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო არ არის CSI
გრიშო
26 თებერვალი 2021 19:59
საინტერესოა ვინ სუსტდება.. ისე არ გამოგივიდეს ძია - ჩემი შენ გითხარიო

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საბოლოო ჯამში, უნდა ველოდოთ თუ არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საბოლოო ჯამში, უნდა ველოდოთ თუ არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებას?