"პრემიერ-მინისტრს „ისკანდერის“ სარაკეტო სისტემაზე არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს" - კვირის პალიტრა

"პრემიერ-მინისტრს „ისკანდერის“ სარაკეტო სისტემაზე არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს"

სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, მანე გევორგიანის თქმით, ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ფაშინიანის მიერ "ისკანდერის" სარაკეტო სისტემის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე, ისაუბრეს.

"სომხეთის პრემიერ - მინისტრმა დაასკვნა, რომ მას არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს. ეჭვგარეშეა, რომ რუსული იარაღი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. სომხეთის რესპუბლიკა აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო მრეწველობისა და მაღალტექნოლოგიური სექტორების მიმართულებით და აპირებს გადადგას ნაბიჯები მისი კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, "- განუცხადა მანე გევორგიანმა Armenpress-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ფაშინიანმა რუსული "ისკანდერის" სარაკეტო სისტემა გააკრიტიკა და თქვა, რომ გასულ წელს ყარაბაღის კონფლიქტის დროს, რაკეტების დიდი ნაწილი არ აფეთქებულა.

"ინტერპრესნიუსი"