სასამართლომ ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნო- რამდენი წელი მიუსაჯეს საფრანგეთის ექსპრეზიდენტს?
სასამართლომ ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნო- რამდენი წელი მიუსაჯეს საფრანგეთის ექსპრეზიდენტს?
პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ექსპრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი კორუფციაში დამნაშავედ ცნო და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, აქედან ორი წელი - პირობითი სასჯელი.

BBC-ის ინფორმაციით, მოსამართლის განჩინებაში აღნიშნულია, რომ ექსპრეზიდენტს შეუძლია სასჯელი შინაპატიმრობაში მოიხადოს, რა დროსაც მისი ზედამხედველობა ელექტრონული სამაჯურის საშუალებით განხორციელდება.

66 წლის სარკოზი მოსამართლე ჟილბერტ აზიბერტის მოსყიდვის მცდელობაში დაადანაშაულეს. კერძოდ, ბრალდების თანახმად, სარკოზმა მოსამართლეს, საკუთარ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ მონაკოში პრესტიჟული სამსახური შესთავაზა.

ექსპრეზიდენტს განაჩენის გასასაჩივრებლად 10
დღე აქვს.

სარკოზის ყოფილ ადვოკატ ტიერი ჰერცოგსა და ჟილბერტ აზიბერტს იგივე სასჯელი მიუსაჯეს.

"ინტერპრესნიუსი"

.
05 მარტი 2021 18:25
მ ი შ ი კ ო ს "ძ მ ა კ ა ც ი". სად არის "ძმაკაცის" მხარდაჭერა უკრაინიდან?

რუბრიკის სხვა სიახლეები